ევროკავშირთან პარტნიორობით, ჟან მონეს პროექტის EU-Energy-SSDP-ს ფარგლებში, BTU-ში მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა.
პროექტი რამდენიმე ძირითად საკითხზე ფოკუსირდება. მათ შორისაა: ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან და სხვა.
შეხვედრას BTU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ექსპერტებიც ესწრებოდნენ.