
ევროკავშირის დაფინანსებითა და BTU-ს მონაწილეობით, პროფესიული განათლების მიმართულებით, ახალი სამწლიანი პროექტი – „VET-Caucasus – Strengthening VET Systems in Armenia and Georgia for Skills and Workforce Development“ ხორციელდება

პროექტის სახელწოდება: „VET-Caucasus – Strengthening VET Systems in Armenia and Georgia for Skills and Workforce Development“, Erasmus+ (ERASMUS-EDU-2025-CB-VET-NE)
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 101242599
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2026 – 31.12.2027 (24 თვე)
პროექტის საერთო ბიუჯეტი: 379,986.11 ევრო
პროექტის პარტნიორები
წამყვანი პარტნიორი: RISEBA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ლატვია), IDP SAS DI GIANCARLO COSTANTINO (Italian Development Partners) – იტალია, Institut de Haute Formation aux Politiques Communautaires – ბელგია, ერევნის ინფორმატიკის სახელმწიფო კოლეჯი – სომხეთი, სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სომხეთი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბტუ) – საქართველო, სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ 2 – საქართველო
პროექტის მიზანი
VET-Caucasus-ის მიზანია სომხეთსა და საქართველოში პროფესიული განათლების (VET) სისტემების შესაძლებლობების გაძლიერება განათლების ხარისხის გაუმჯობესების, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის გაზრდისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით. პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების (EQF, ESCO, EQAVET, EntreComp, Europass) დანერგვასა და გამოყენებას, ციფრული სწავლების გადაწყვეტილებებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების მოდელების განვითარებას, ასევე, პროფესიული განათლების დაწესებულებებსა და შრომის ბაზრის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და პროფესიული განათლების სისტემების მდგრადობის გაძლიერებას.
დაგეგმილი აქტივობები
- პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შესაძლებლობების განვითარების ტრენინგების ჩატარება ევროკავშირის ინსტრუმენტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების (EQF, ESCO, EQAVET, EntreComp, Europass და სხვა) შესახებ;
- ღია წვდომის სასწავლო მასალებით აღჭურვილი ციფრული სასწავლო ჰაბის (Digital Learning Hub) შექმნა და განვითარება;
- სომხეთსა და საქართველოში საპილოტე პროგრამების განხორციელება პროფესიული განათლების პროგრამებში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და გამოცდის მიზნით;
- მდგრადობის მექანიზმებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება, რათა პროექტის შედეგები ინტეგრირდეს ეროვნულ სტრატეგიებში;
- სომხეთსა და საქართველოში პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკის შემმუშავებლების მონაწილეობით.
მოსალოდნელი შედეგები
- პროფესიული განათლების დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება მართვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის ბაზართან თანამშრომლობის მიმართულებით;
- ევროკავშირის ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების (EQF, ESCO, EQAVET, EntreComp, Europass) ინტეგრირება სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და უნარების აღიარების პროცესში;
- ღია საგანმანათლებლო რესურსებითა და აქტიური მომხმარებლებით უზრუნველყოფილი ციფრული სასწავლო ჰაბის შექმნა;
- პროფესიული განათლების სწავლების მეთოდების მოდერნიზაცია და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება საპილოტე პროგრამების განხორციელების გზით;
- პროფესიული განათლების დაწესებულებებს, ბიზნესსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის მოდელების ჩამოყალიბება, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს გრძელვადიან გავლენას.
პროექტის გახსნის ღონისძიება – VET-Caucasus – პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემების გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში უნარებისა და სამუშაო ძალის განვითარების მიზნით (GAP-101242599)
პროექტის წამყვანი პარტნიორის, RISEBA University of Applied Sciences-ის წარმომადგენლებმა იურის ასარსმა (Juris Asars) და ანა კრონბერგამ (Anna Kronberga) – პროექტი ოფიციალურად გახსნეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობდა Armenian State University of Economics.
ოფიციალური გახსნა 7 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლები ლატვიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის საერთო ხედვა, პროექტის მართვის საკითხები, პასუხისმგებლობების განაწილება, ასევე, ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის ძირითადი ასპექტები, რითაც წარმატებული თანამშრომლობისთვის მყარი საფუძველი შეიქმნა.
👉ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამდღიანი ვორქშოფი, რომელიც VET Caucasus-ის თანამშრომლობის მოდელის შემუშავებას მიეძღვნა.
პროექტი მიზნად ისახავს სომხეთსა და საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემების გაძლიერებას განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან უკეთ დაკავშირების გზით.
პროექტი VET-Caucasus 2026 წლის იანვარში დაიწყო და 24 თვის განმავლობაში განხორციელდება.

#vetcaucasus #erasmusplusproject #cofundedbytheeuropeanunion


