
ESMOD x BTU: Creative Process Management კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
- Categories ახალი ამბები
- Date აპრილი 10, 2025
BTU და მსოფლიოში წამყვანი ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში მაღალი სტანდარტის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს მოდის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს.
Creative Process Management კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინოვაციური იდეების გენერირების მეთოდები, სხვადასხვა კრეატიული ხელსაწყოს გამოყენება და შემოქმედებითი პროცესების მართვა. სტუდენტები პრაქტიკაში გამოსცდიან დიზაინის კონცეფციების შექმნისა და განხორციელების ტექნიკებს, რაც მათ დაეხმარება უნიკალური და სტრატეგიულად გამართული კოლექციების შემუშავებაში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მოდულებს, რაც სტუდენტებს დაეხმარება ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების შესწავლაში.
სწავლის ფორმატი: კურსი მოიცავს აუდიტორიულ და ონლაინ მოდულებს, ხოლო ფიზიკური ლექციები გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
სასწავლო მოდულები (60 საათი):
- კრეატიული პროცესი (12 საათი)
- სხვადასხვა კრეატიული მეთოდებისა და ხელსაწყოების შესწავლა
- კრეატიული პროცესების პრაქტიკაში გამოყენება
- კოლექციის შექმნის პროცესი (12 საათი)
- მოდის კოლექციის კონსტრუქციისა და განვითარების შესწავლა
- კოლექციის დეტალური ბრიფის მომზადება
- ტექსტილის დიზაინი (12 საათი)
- ტექსტილის წარმოების პროცესის და ხარისხის კრიტერიუმების შესწავლა
- ქსოვილების, ბოჭკოების და მასალების შექმნის პროცესი
- ტექნიკური დიზაინი (24 საათი)
- საკერავი მანქანის და ინსტრუმენტების გამოყენება
- ტანსაცმლის ტექნიკური კონსტრუქციის შესწავლა
- პრაქტიკული დავალება – ქვედაბოლოს შექმნა
კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ ვორქშოფებში, რომლებიც გაიმართება საქართველოში ცნობილ დიზაინერებთან: MACH & MACH, AVTANDIL, MATERIEL და INGOROKVA.
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა
ფასი: 1700 EUR (ექვივალენტი ლარში)
სწავლების ენა: ინგლისური
თარიღები: 2025 წლის ივნისი-ივლისი
BTU-სთან თანამშრომლობით, მსოფლიოში აღიარებულმა მოდის ინსტიტუტმა ESMOD-მა ოფიციალურად დაიწყო ოპერირება საქართველოში. 175 წელზე მეტი ისტორიის მქონე ეს ფრანგული ინსტიტუტი ფლობს 20 სკოლას 13 ქვეყანაში და ამზადებს მოდის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს. მისი კურსდამთავრებულები მოიცავენ ისეთ ცნობილ დიზაინერებს, როგორიცაა Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, და Vestiaire Collective-ის თანადამფუძნებელი Sophie Hersan.
ESMOD-მა და BTU-მ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გაიმართება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები მოდის, ინოვაციების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება უკვე დაწყებულია – The Fashion Market-ის კურსზე სტუდენტების პირველი ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს (2025 წლის მარტი – 2025 წლის მაისი)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: esmod@btu.edu.ge