ესეების კონკურსი „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან
საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია, დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!
კონკურსის პირობები:
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს სტატუსი ჰქონდეს აქტიური
- საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს
ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
- სათაური
- შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
- თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
- დასკვნა/მსჯელობის შეჯამება
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – 20 ნოემბრის ჩათვლით
- ნაშრომების მიღება – 30 ნოემბრის ჩათვლით
- 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული
განაცხადის ფორმა:
- სახელი და გვარი, პირადი ნომერი
- ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
- უნივერსიტეტის დასახელება
- ესეს სათაური
ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა A4
- შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა – 12
- გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2
განაცხადი და ესე გააგზავნეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]