ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)!
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულება: ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS (განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც ბაკალავრიატის ხარისხი მინიჭებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 8 დეკემბრის 12:00 საათისა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
– მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დამოწმებული მხოლოდ აპლიკანტის ხელმოწერით) (იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (შეფასების საშუალო ქულის მითითებით)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ; -დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს ერაზმუსის კონკურსებში მონაწილეობის პროცესს;
- მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.