
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date სექტემბერი 9, 2021
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
სასწავლო კურსები (ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი):
– Linux Operating Systems
– Programming Languages either of Go, Elm, Haskell
– IT Security
– Applied SW Design Patterns
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წელი (სავარაუდო პერიოდი: 1-12 ნოემბერი, 2021)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს ა/წ 27 სექტემბრის 14:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1 )
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ ლექტორებს, რომელთაც რამდენიმესემესტრიანი უწყვეტი თანამშრომლობა აკავშირებთ უნივერსიტეტთან.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]
You may also like
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU აკადემიური პერსონალისთვის: კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი მიმართულებები: ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესი სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU ადმინისტრაციული პერსონალისთვის: მესინას უნივერსიტეტი, იტალია სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე) სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის …
ორი სადიპლომო პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის!
სასურველი უნივერსიტეტების და პროგრამების ჩამონათვალი: ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) პროგრამის სტუდენტებისათვის პროგრამის დასახელება: Bachelor in International Business Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო …