ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
სასწავლო კურსები (ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი):
– IT Security
– Web Frameworks
– Server Programming
– Linux Programming
– Windows Programming
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (სავარაუდო პერიოდი: 2-13 მაისი, 2021)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს ა/წ 11 მარტის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ ლექტორებს, რომელთაც რამდენიმესემესტრიანი უწყვეტი თანამშრომლობა აკავშირებთ უნივერსიტეტთან.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.