ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში (სლოვენია)!
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 25-35 საათიანი სალექციო კურსის (კვირაში 8 საათი) შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.
სასწავლო მიმართულებები:
- Marketing
- Business
- Management
გთხოვთ, იხილოთ ლუბლიანას ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის პროგრამები.
შენიშვნა: განაცხადის გაკეთება არ შეუძლია აკადემიურ პერსონალს, რომლებიც კითხულობენ შემდეგ კურსებს:
- Business English
- Career Orientation
- Entrepreneurship
- Communication Law
- Marketing Management
მობილობის პერიოდი: მარტი,აპრილი ან მაისი 2025
მობილობის ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, თვიური სტიპენდია: 3400 – 4000 ევრო (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს 2024 წლის 25 სექტემბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ- ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისმიერ;
– გასაუბრება ლუბლიანას ბიზნესის სკოლის კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ ლექტორებს, რომელთაც რამდენიმესემესტრიანი უწყვეტი თანამშრომლობა აკავშირებთ უნივერსიტეტთან.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.