ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულება: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით- აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები
გერმანულენოვანი სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
გთხოვთ, იხილოთ ინგლისურენოვანი განცხადება
პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)*
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1, დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით) (იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება, online სარეგისტრაციო ფორმის შევსება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2023/2024 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა 47 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა ახალი საპროექტო განაცხადები ერაზმუსის ახალ 2021-2027 წლიან პროგრამაზე, რომელთა შედეგებიც 2022 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი. მიმდინარე უნივერსიტეტების სიას შეიძლება დაემატოს ახალი უნივერსიტეტებიც. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ განცხადებას;
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- გაეცანით კონკურსების მიმდინარეობის მნიშვნელოვან თარიღებს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 13 ოქტომბერს 13:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე სართულის სივრცეში. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
* ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ან/და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (და არც BTU-ში აქვთ ჩაბარებული ინგლისური/გერმანული ენის გამოცდა), შესაძლებლობა აქვთ ა/წ 17 ოქტომბერს დაწერონ ტესტი. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მეილზე: [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრისა.