ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირლანდია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL ან IELTS, მინიმუმ B2 დონე)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (სასურველია, დამატებით ესპანური ენის ცოდნაც)
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 29 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1; დამოწმებული მხოლოდ აპლიკანტის ხელმოწერით)
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- აუცილებლად შეიცვლება/გაიზრდება მასპინძელი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, ადევნეთ პერიოდულად თვალყური განცხადებას;
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2021/2022 წლის გაზაფხულის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით საინფორმაციო ბროშურას, რომელიც დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 23 მარტს 12:00 საათზე პლათფორმა Google Meet-ის საშუალებით. რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.