ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვინდესჰაიმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო)!
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 16 ოქტომბრის 13:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან იტალიური);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან იტალიურ ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1, დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
- მოწყვლადი ჯგუფები: 0-1
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.