
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
2019 წლის გაზაფხულზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საგარეო ურთიერთობების სამსახურის კოორდინირებით 8 საპროექტო განაცხადი მოამზადა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და პერსონალის მობილობების დაფინანსების მოსაპოვებლად.
განაცხადები მომზადდა გერმანულ, პორტუგალიურ, ირლანდიურ და პოლონურ უნივერსიტეტებთან ერთად.
პარტნიორი უნივერსიტეტებიდან და ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 3 საპროექტო განაცხადი უკვე დაფინანსდა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია), კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და კარლოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ირლანდია). უახლოეს მომავალში ველით პასუხებს 5 საპროექტო განაცხადის შედეგების შესახებ.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამების ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება ბიზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იგეგმება.