ექსტრაკურიკულური მობილობა ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტში (იტალია) ბაკალავრიატის საფეხურის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის!
FIVEG აკადემია ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან, Nokia და TIM-თან ერთად ბტუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს 7 თვიან მაღალრეიტინგულ ტრენინგ პროგრამას ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა);
ტრენინგ პროგრამის განხორციელების პერიოდი: 13 თებერვალი-30 სექტემბერი, 2023
ტრენინგ პროგრამა სტრუქტურირებულია 4 ფაზად:
- Phase 1 (Soft Skill Courses),
- Phase 2 (Transversal Skill Courses),
- Phase 3 (Deep Dive Courses),
- Phase 4 (Project Work).
პირველ 3 ფაზაზე დასწრება შესაძლებელია ონლაინ,მეოთხე ფაზაზე ფიზიკური დასწრება ნეაპოლში სავალდებულოა.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ დანართი
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 13 იანვრის 16:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
-
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.