
Entrepreneur + BTU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემასთან ,,Entrepreneur’’-თან პარტნიორობას იწყებს.
სტატიები და ბლოგები სტუდენტური სტარტაპების შესახებ, ინდუსტრიის ლიდერების მიერ გამართული ვორკშოპები და მასტერკლასები, ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა – ეს ყველაფერი BTU-ს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შემოდგომიდან ხდება.
აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს სტარტაპების და ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების ინიცირებას, ,,Entrepreneur + BTU’’ ბრენდის ქვეშ პუბლიკაციების მომზადებას, ნომრის მთავარი თემის გარშემო მასტერკლასების ჩატარებას.