ელექტრონული კომერციის სტუდენტური სამეცნიერო ფესტივალი
სამეცნიერო ფესტივალის სამიზნე აუდიტორია არიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მოქმედი ელექტრონული კომერციის სტარტაპი ან გააჩნიათ შესაბამისი ბიზნეს/პრაქტიკული იდეა.
ღონისძიება გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, 2022 წლის 14-15 დეკემბერს. სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული.
ღონისძიების ერთი დღე დაეთმობა ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების პრაქტიკულ ლექციებს ელექტრონული კომერციის, ბიზნესის გაციფრულების და ციფრული ეკოსისტემის შესახებ.
ღონისძიების მეორე დღეს, სპიკერი სტუდენტები წარადგენენ ელექტრონულ კომერციაში საკუთარი სტარტაპის/იდეის კონცეფციას (case study-ის სტილში) პრეზენტაციის სახით სამეცნიერო დისკუსიისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი დაწესებულებების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის (SPG-22-1032) ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ, პროექტის ერთ-ერთ ავტორს – ცოტნე ჟღენტი, email: [email protected]