ეჯაილის კურსი BTU-ში
სწორი მენეჯმენტი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციებმა კი უკანასკნელ წლებში მენჯმენტის სრულიად ახალი მიმართულება ეჯაილი დანერგეს. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი, თანამედროვე მიდგომა, რომელსაც, როგორც ამბობენ, მოაქვს დიდი კმაყოფილება და დადებითი ეფექტი როგორც კომპანიისთვის, ასევე, თანამშრომლებისთვის. ის ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდას.
სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც პროექტის შედეგის ყველა მახასიათებელი წინასწარ არ არის ცნობილი, ხოლო პირველადი ხედვა და საბოლოო პროდუქტი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ეფექტურად იყენებენ პროექტების მართვის ამ თანამედროვე მიდგომას, ეჯაილს. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნებიან: Google, Netflix, Spotify, ING Bank. საქართველოში კი ამ მიმართულებით პირველი კომპანია TBC Bank აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული მეთოდოლოგია ორგანიზაციის მასშტაბით დანერგა.
ეჯაილი გულისხმობს კომპანიის სტრუქტურის სრულ ცვლილებას. დეპარტამენტების ფუნქციონალური დაყოფის ნაცვლად, ხდება კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანებული გუნდების ფორმირება. გუნდები კი დაკომპლექტებულია განსხვავებული კომპეტენციის მქონე ადამიანებით. ეჯაილის თითოეული მონაწილე გადაწყვეტილებისუნარიანია, პასუხისმგებელია ამა თუ იმ მიზნის მიღწევაზე და ამისთვის აქვს შინაგანი მოტივაცია. ეს არის იერარქიულიდან ნაკლებიერარქიულ სისტემაში გადასვლა.
ეჯაილის აქტუალობიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, სტუდენტებს უნიკალური შანსი მისცეს და მათ სთავაზობს ტრენინგს ეჯაილის მიმართულებით. სტუდენტები ტრენინგ კურსის განმავლობაში არა მარტო შეისწავლიან ეჯაილის მთავარ კონცეფციას, არამედ გაიმყარებენ თეორიულ ცოდნას რეალური მაგალითებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნით და გაიზიარებენ გამოცდილებას პრაქტიკაში აღნიშნული მეთოდოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
ტრენინიგი აგებულია თანამედროვე, ინტერაქტიული სწავლების მეთოდზე, სადაც სტუდენტებს მხიარულ გარემოში საშუალება ექნებათ, რომ მარტივად აითვისონ კომპლექსური კონცეფციები.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ კონსულტაცია საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია თემით დაინტერესებული ბაკალავრის მე-2 და მე-3 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის