E-Medicine: Digital Health Management-ის ტრენინგები, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიონალებისთვის მიმდინარეობს
- Categories ახალი ამბები
- Date დეკემბერი 14, 2021
ისრაელის საელჩოს, Mashav-ისა და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი – „ელექტრონული მედიცინა – ციფრული ჯანდაცვის მენეჯმენტი” (E-medicine: Digital Health Management) დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე პროფესიონალები გაივლიან კურსს, სადაც ისრაელის სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტებისგან და კომპეტენტური, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიიღებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში ციფრული მედიცინის დანერგვისა და შესაბამისი ტექნოლოგიური სისტებების ეფექტიანი მართვისთვის.
ბოლო წლებში ციფრული მედიცინა ძალზედ აქტუალური გახდა ჯანდაცვის სფეროში, რაც ასევე პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადდა BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა. სწორედ BTU უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორისა და ამავდროულად, 2018 წლის Mashav-ის პროგრამის კურსდამთავრებულის, ნინო მიქავას აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური პროექტის განხორციელება.
Mashav-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით 45 სამედიცინო სექტორის ექსპერტი საქართველოდან მიიღებს შესაბამის ცოდნას ისრაელელი პროფესიონალებისგან, რომლებიც ისრაელის წამყვან სამედიცინო ორგანიზაციებში წარმატებით მართავენ ჯანდაცვის გაციფრულების პროცესს.
აღნიშნული პროექტი გახლავთ ჯანდაცვის სფეროში ისრაელისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც ასევე წინ უძღვოდა ისრაელის მიერ საქართველოს მხარდაჭერა.კურსი 13 დეკემბერს დაიწყო და 45 მონაწილეს შორის არიან: ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ევექსის ჰოსპიტლების, ევექსის კლინიკების, MyDoc-ის, EKIMO-ს, RedMed, ვაბაკოს, დოქტრას, ამერიკული ჰოსპიტლის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები