დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
1 | დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 20.09-27.09.2022 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ბმულზე |
2 | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 28.09.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 29.09.2022 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 30.09.2022 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 03.10.2022 | www.btu.edu.ge | |
3 | გასაუბრება საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან | 05-06.10.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით. |
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 07.10.2022 | www.btu.edu.ge | |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | |||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 10.10.2022 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
|
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება | 11.10.2022 | www.btu.edu.ge | |
4 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება | 14.10.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა. სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. |
5 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 15.10.2022 | |
6 | ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება | 15.10.2022 | |
7 | სასწავლო პროცესის დაწყება | 17.10.2022 |
რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
- შერჩეული საკვლევი თემის თეზისი
- სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ);
- ფოტოსურათი 3×4;
- მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში);
- სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განცხადების და ხელშეკრულების კანონიერი წარმომადგენელის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, ასევე წარსადგენია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო პროგრამის – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში – წინაპირობები
აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს საჯარო მმართველობის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- ასევე, შესაძლებელია სხვა სფეროში კვალიფიკაცია და არანაკლებ 3 წლის მართვის გამოცდილება საჯარო სექტორში;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა (შეიძლება დადასტურდეს:
შიდასაუნვერსიტეტო გამოცდით ან დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატით ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართში მითითითებული ინფორმაციით, რომელიც ადასტურეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უნარების არსებობას, ან სხვ.).
კვლევითი მიმართულებები სადოქტორო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ბიზნესის ადმინისტრირება:
ბიზნესის განვითარება ან/და ბიზნეს მოდელების ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული მეწარმეობა და ციფრული ეკონომიკის განვითარების გლობალური პერსპექტივის შემსწავლელი სხვა საკითხები.
ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში:
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის სისტემაში;
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში;
- ციფრული ეკონომიკის სამომავლო ტენდენციები;
- ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების პროცესში.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საგანმანათლებლო პროგრამებს: