დისტანციური დასაქმების ფორუმი
12 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა პირველი დისტანციური დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ „დაასაქმე სმარტსტუდენტის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში 20 წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა მონაწილეობას. თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია შესთავაზა, რომლებიც დისტანციურ საქმიანობას მოითხოვს. საერთო ჯამში ვაკანსიების რაოდენობამ 85–ს გადააჭარბა.
დისტანციურად შესასრულებელი ვაკანსიები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით: 68, დისტანციურად შესასრულებელი ვაკანსიები ბიზნესის მიმართულებით კი 17 არის.
„დაასაქმე სმარტსტუდენტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელსაც იგი სტუდენტების დასაქმების მიზნით ახორციელებს.
დისტანციური დასაქმების ფორუმში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: StrategEast, Webiz , Spectre, „თიბისი ბანკი“, Gymstinct, WANDIO, Exactpro, Prime Insurance, OPPA, SINGULAR, LAB, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“, PEPSICO, „კლიპარტი“, ეროვნული სტარტაპ ასოციაცია NASTA, Kalo, B2C, Lanars, Clp Hub.
ფორუმის მსვლელობისას ონლაინ სივრცეში შეკრებილმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოისმინეს მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
BTU–ს კარიერული განვითარების ცენტრი უამრავ აქტივობას ახორციელებს სტუდენტებისთვის და ეხმარება შემდეგი მიმართულებებით:
- მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ, რომ სწორად დაგეგმონ კარიერული განვითარება;
- მოიძიონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები, ისარგებლონ BTU-ს მიერ შეთავაზებული სასერტიფიკატო პროგრამებით და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტრენინგებით;
- მოიძიონ პოტენციური დამსაქმებელი კომპანიები და დაამყარონ კავშირი ინდუსტრიასთან;
- შეადგინონ სწორი CV;
- მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის;
- დაგეგმონ საკუთარი კარიერა როგორც ანტრეპრენერმა, შექმნან საკუთარი სტარტაპი და თავად გახდნენ დამსაქმებელი, სტუდენტობის პირველივე დღიდან. ამ მიმართულებით, BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრი თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.
„სტუდენტებისთვის დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემის პარალელურად ჩვენ მათ დასაქმებაზეც აქტიურად ვზრუნავთ პირველივე სემესტრიდან. ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობს სტუდენტების კარიერული მხარდაჭერისთვის ორი მიმართულებით: დამსაქმებელ კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და სტუდენტის მიერ ინიცირებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობას იწყებს სტუდენტებთან პირველივე სემესტრიდან და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. ჩვენი კურსდამთავრებულები უწყვეტად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მიმართულებით. COVID-19-ის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე კი გადავწყვიტეთ დასაქმების ფორუმი „სმარტსტუდენტი“ ჩაგვეტარებინა დისტანციურად. ინიციატივას ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები შემოუერთდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
რაც შეხება უშუალოდ პროექტს „დაასაქმე სმარტსტუდენტი“, ეს BTU-ს კარიერული ცენტრის მიერ ინიცირებული ყოველსემესტრული პროექტია. სტუდენტები პროექტის ფარგლებში საქმდებიან მსხვილი კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.