დიანა კვარაცხელია
დიანა კვარაცხელია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი. იგი არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მაღალ რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ან თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (Second Alexander von Humboldt International Conference 2007, EGU 2008 , 2014 , 2015, 2019, GEOLINKS 2020, GEOLINKS 2021, EMCEI 2022, MedGU 2023 ). მომზადებული აქვს Python 3.10.9-ის სალექციო მასალები. დიანა კვარაცხელია არის სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი (the UNESCO/IOC OceanExpert ) და ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი (EGU 2014,2025). მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
დიანა კვარაცხელია არის მონაწილე რამდენიმე საერთაშორისო საგრანტო პროექტის (ASCABOS 2007; Black Sea SCENE, 2005-2008 და სხვები). ამჟამად მუშაობს პროექტზე „მაღალი გარჩევისუნარიანი საზღვაო რეგიონული პროგნოზული სისტემის განვითარება და სრულყოფა შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის ნავიგაციური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით“, რომელიც 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით არის დაფინანსებული. მიღებული აქვს ჯილდო პროგრამული პაკეტის – „შავი ზღვის ბაროტროპული არასტაციონარული ცირცულაციის რიცხვოითი მოდელის“ შექმნისთვის.