დავით ყიფშიძე
დავით ყიფშიძე არის ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
მისი თანაავტორობით დაბეჭდილია სამეცნიერო ნაშრომები, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული დარგობრივი კონფერენციების მუშაობაში. 2019 წელს სტუ-ს ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მისმა ნაშრომმა დაიკავა II ადგილი, ხოლო ორჯერ – 2009 და 2010 წლებში – I ადგილი.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის თანამშრომლობის ფორმატში, AI Books სერიის ფარგლებში, 2023 წელს მისი თანაკონსულტირებით გამოიცა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული წიგნი „ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი“.
დავით ყიფშიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: NFT ციფრული პროექტები და ტექნოლოგიები და BlockChain ტექნოლოგიები (IBM BlockChain).