დავით გონდაური
დავით გონდაური არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის მფლობელი. 15 წელია, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. არის საერთაშორისო ორგანიზაციის Research Institute of international Trade and Investment – RIITI პირველი რანგის საერთაშორისო ექსპერტი. 2021 წლიდან არის ”EUMMAS”-ის ევრაზიის ლოგისტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
დავით გონდაური წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, 6 სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, სხვადასხვა პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი. ბოლო წლებში მის სამეცნიერო პუბლიკაციებს 150-მდე ციტირება აქვს უცხოელი მკვლევრების ნაშრომებში, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.