დავით ძიძიკაშვილი
დავით ძიძიკაშვილი 1999 წელს ჩაირიცხა ბოსტონის უნივერსიტეტის (Boston University, Boston, MA, USA) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2001 წელს წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი და სწავლა გააგრძელა სასწავლო გრანტით მაგისტრატურის პროგრამაზე საჯარო პოლიტიკაში (Master of Public Policy) პეპერდაინის უნივერსიტეტში (Pepperdine University, Malibu, CA, USA) კალიფორნიის შტატის ქალაქ მალიბუში.
დავით ძიძიკაშვილმა 2003 წელს წარმატებით დაასრულა სამაგისტრო პროგრამა და კალიფორნიაში Scherzer International კორპორაციაში დაიწყო კარიერა მკვლევარ ანალიტიკოსად. 2007 წელს კარიერა გააგრძელა ფინანსებისა და ინვესტიციების მიმართულებით და დაუბრუნდა უმაღლეს სასწავლებელს, მორიგ სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების განხრით. 2007 წელს იგი ჩაირიცხა საფოლკის უნივერსიტეტში (Suffolk University, BOSTON, MA, USA) ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის პროგრამაზე ფინანსების განხრით, რომელიც დაასრულა 2008 წლის მაისში.
დავით ძიძიკაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კორპორაციაში კორპორატიულ ფინანსებში და ბიზნესის განვითარებაში უფროსი ფინანსური ანალიტიკოსისა და ლიდერი ანალიტიკოსის პოზიციებზე. აქვს ამ დარგში მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.
დავით ძიძიკაშვილი იკვლევს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და კრიპტო პროექტებს, მათ უპირატესობებსა და მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სარგებელს.