
DAAD-ის საინფორმაციო დღე BTU-ში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და DAAD-ის თანამშრომლობით BTU-ში საინფორმაციო დღე გაიმართება!
13 ოქტომბერს 12:00 საათზე, BTU გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ინფო დღეს უმასპინძლებს. შეხვედრის ფარგლებში, DAAD თბილისის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები BTU-ს სტუდენტებს და ლექტორებს გაუზიარებენ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის მოკლე და გრძელვადიანი სასტიპენდიო პროგრამების შესახებ გერმანიაში.
DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ კონკურსის ორგანიზება; DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის DAAD-ის ყოფილი სტიპენდიატების კოორდინაცია; ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, კონსულტაციები უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორული პროგრამების განსახორციელებლად; თანამშრომლობა გერმანიის საელჩოსთან საქართველოში და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა გერმანულ ორგანიზაციასთან; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზება სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.