DAAD-ის ორსემესტრიანი სტიპენდიები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მიმართულების სტუდენტებისთვის!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (WHZ) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს გერმანიაში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ორსემესტრიანი მობილობის შესაძლებლობის შესახებ კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის.
მობილობის პროგრამა, ყველა აკადემიური წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას.
სტიპენდიები ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ.
სავალდებულო წინაპირობა:
– გამგზავრებამდე ოთხი სემესტრის წარმატებით დასრულება
– გამგზავრებამდე გერმანული ენის ცოდნა B2 დონეზე
მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1 სექტემბერი – 2027 წლის 31 აგვისტო (ორი სემესტრი)
სტიპენდიის რაოდენობა: 12
სტიპენდია მოიცავს:
- ყოველთვიური სტიპენდია: 992 ევრო
- ერთჯერადი მგზავრობის დაფინანსება: 675 ევრო
- გერმანული ენის კურსი: დაფინანსება 340 ევრო
- ორკვირიანი ინტენსიური ენის კურსი სემესტრის დაწყებამდე
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 16 თებერვლის 13:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: international@btu.edu.ge და შეავსონ სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმა
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ)
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე)
- CV
- აკადემიური მოსწრების ამონაწერი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების შეგროვება და შეფასება (Eligibility Check) BTU-ს განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის მიერ
- გასაუბრება BTU, ცვიკაუს და DAAD-ის წარმომადგენლებათან გერმანულ ენაზე
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ international@btu.edu.ge-ზე.
გთხოვთ, იხილოთ ინგლისურენოვანი განცხადება