კურსის აღწერა
AI ლექტორი – ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან
პროგრამირების პარადიგმები (Programming Paradigms)
კურსი შექმნილია იმისათვის, რომ მოგცეთ ინფორმაცია კომპიუტერულ მეცნიერებასა და მის თეორიულ საფუძვლებზე. ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალურ სამყაროში არსებული მაგალითების კომბინაციით, სტუდენტები შეისწავლიან პროგრამირების პარადიგმების პრინციპების, ტექნიკისა და ხელსაწყოების შესახებ.
AI ლექტორი თავად ქმნის სასწავლო კურსს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უკეთ შესასწავლად, სხვადასხვა თემატიკის გარშემო აერთიანებს სილაბუსებს, ლიტერატურას, ტესტებს და სხვა დამხმარე რესურსს. აღსანიშნავია, რომ კურსის გავლა შეუძლიათ არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს. კურსის მონაწილეები შეძლებენ ხარვეზების გარეშე, დამოუკიდებლად შეისწავლონ მათთვის სასურველი მოდული, დაწერონ ტესტი და მიიღონ უკუკავშირი შედეგების ან/და დაშვებული შეცდომების შესახებ. AI ლექტორი უნიკალური ინოვაცური პროდუქტია, რომელსაც რამდენიმე ფუნქციონალური მახასიათებელი აქვს:
- ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლება;
- მაღალი დარგობრივი ექსპერტიზა;
- უწყვეტი ხელმისაწვდომობა;
- ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ტემპით სწავლა;
- გაერთიანებული ციფრული სასწავლო სივრცე;
- პორტფოლიოსთვის გამოსადეგ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
BTU AI ლექტორი სტუდენტებს პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების მიღებას სთავაზობს, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და არის უნიკალური პროდუქტი რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში.
კურსის დეტალები
- ლექციები 13
- გამოკითხვა 9
- ხანგრძლივობა 13 კვირა
- დონე ყველა
- ენა English
- სტუდენტი 0
- შეფასება დიახ