Content Lab – BTU-ს კურსდამთავრებულების სტარტაპი, რომელიც ბიზნესს საქმეს გაუმარტივებს
Content Lab ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების თაკო ახვლედიანისა და სოფო ბუაძის სტარტაპია, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო, კრეატიულ და რაც მთავარია, გამართულ კონტენტის შექმნას სთავაზობს ბლოგებისა და სტატიების სახით.
თაკო ახვლედიანი: “იდეა მრავალწლიანი გამოცდილებისა და საჭიროების აღმოჩენის პროცესში დაიბადა, მეც და სოფოც სხვადასხვა ორგანიზაციაში მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობთ და ხშირად ვლაპარაკობდით თუ რა რთული მოსაძებნია ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გამართულ, კრეატიულ, საინტერესო კონტენტს შემოგვთავაზებდა ჩვენი ვებ-გვერდისთვის, ბლოგისთვის, სტატიისთვის თუ სხვა – გამომდინარე იქიდან, რომ ბლოგი საშუალებას იძლევა შეიქმნას მომხმარებლისთვის საინტერესო კონტენტი, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენს ამა თუ იმ პროდუქტის ღირებულებას, გადავწვიტეთ, შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ბიზნეს სექტორს ამავე მიმართულებით გამართულ მომსახურებას შესთავაზებდა.
სოფო ბუაძე: „მუშაობისას უპირველესად უნდა გამოიკვეთოს ამა თუ იმ კომპანიის კონკრეტული მიზანი, გზები თუ როგორ დაუკავშირდეს და სწორად მოერგოს კომპანიისა და მომხმარებლების ინტერესები ერთმანეთს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს პროცესი მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს. საინტერესო და ყველა ბიზნესისთვის აუცილებელია კონტენტთან შესაბამისი ვიზუალური მხარე – სწორედ ამის გათვალისწინებით, ‘Content Lab’ დამატებით გრაფიკული დიზაინერის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს“
Content Lab არის სერვისი, რომელიც საქართველოში ძნელად მოიძებნება, კომპანიებს შეუძლიათ ერთ სივრცეში, შეუკვეთონ კონტენტ სტატიები და ბლოგები, რომელიც ყველა საჭირო ეტაპს გადის იმისთვის, რომ იყოს სრულყოფილი, შემოქმედებითი და საინტერესო მომხმარებლისთვის.
პოტენციური მომხმარებელი არის ყველა, ვისაც სურს კომპანია გახადოს მარტივად მოსაძებნი საძიებო სისტემაში, მომხმარებელს საინტერესო კუთხით დაანახოს პროდუქტი და შესთავაზოს სრულყოფილი, კრეატიული კონტენტი.
Content Lab მომხმარებელს სთავაზობს:
- კომპანიის მომსახურეობის/პროდუქტის შესწავლა
- იდეების გენერირება
- ქოფირაითინგი
- დიზაინი