
„CERN-ის ციფრული დიზაინის ტექნოლოგიები და მათი გავლენა მეტავერსის განვითარებაზე“ – ლექცია BTU-ს სტუდენტებისთვის
„CERN-ის ციფრული დიზაინის ტექნოლოგიები და მათი გავლენა მეტავერსის განვითარებაზე“ – ლექცია BTU-ს სტუდენტებისთვის
სპიკერი: ალექსანდრე შარმაზანაშვილი, BTU-ს აფილირებული პროფესორი და CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
ლექცია გაიმართება 19 დეკემბერს, 15:30 საათზე, BTU-ს B კამპუსის სივრცეში.
ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ვირტუალური ტურში CERN-ის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში, სადაც განთავსებულია მაღალი ენერგიების ნაწილაკთა დეტექტორი ATLAS. ტურის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დეტექტორის ფუნქცია და მისი გამოყენება ისეთი მიმართულებების კვლევაში, როგორიცაა „ბნელი მატერია“, დამატებითი განზომილებები და ჰიგსის ბოზონი.
ლექციაზე დასასწრებად რეგისტრაცია შესაძლებელია 18 დეკემბრის 20:00 საათამდე შემდეგ ბმულზე


