განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტუდენტური სტარტაპებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამას აამოქმედებს. 5000 ლარის ოდენობის გრანტით, დაფინანსდება სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ჟიურის წინაშე, საკუთარ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ სტარტაპ იდეას და შესაბამის ბიზნესგეგმას წარადგენს. სტარტაპების დემო …
გიორგი ბერიაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბაკალავრიატის სტუდენტი, მოიპოვა სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში (Practical Robotics with 3D printing).
ელენე მიქაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორეკურსელი სტუდენტი. ელენე ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსებით ერთი სემესტრით მიემგზავრება, 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი – ნია კაპანაძე მიემგზავრება პორტუგალიაში, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 2019/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მენეჯმენტის პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
გაიცანით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი – Salome Mghebrishvili სალომე მღებრიშვილი კომპანია NEXIA TA Georgia-ში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმდა.
გაიცანით ალექსანდრე გოცაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. მან საქართველოში ყველაზე მაღალი ქულა ACCA-ს საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების გამოცდაში, F9 მოდულში მოიპოვა. ამ შედეგით, ის მსოფლიოში 22-ე ადგილზე გავიდა! ალექსანდრე გოცაძე საქართველოს ბანკის პროგრამა ‘ლიდერატორის’ გამარჯვებულია და სტაჟირებაზეა …
სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე – სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის – დაკომპლექტებულია ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით. მთელი წლის განმავლობაში, სტუდენტს აქვს საშუალება იმუშაოს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში – სხვადასხვა მიმართულებით. სივრცეში მთელი წლის განმავლობაში ტარდება: საჯარო …
გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის! ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამები: კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი. კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი. კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირლანდია სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მოქმედი TOEFL, IELTS – მინიმუმ B2 დონე, CAE – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (მობილობის ზუსტი პერიოდის დადგენა მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ) სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები). …
კორუნას უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის! ესპანეთის გალისიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 2019 წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტომდე. განაცხადების მიღების ბოლო …
DCFTA ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება – შესაძლებლობები მეწარმეთათის! საინფორმაციო შეხვედრა ყველა დაინტერესებული პირისთვის, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. 26 აპრილი 17:00 საათი სპიკერი: ნინო გამხარაშვილი, EPRC-ის პროგრამის კოორდინატორი დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს