BTU-ს მიერ გაცემული 100%-იანი გრანტის საფუძველზე ჩვენმა სტუდენტებმა – ლევან ბეჟანიძემ და დიმიტრი ხელაიამ პროგრამირების საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარეს. ბანაკში მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ჯგუფი პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადაზე BTU-ს სახელით წარსდგა. ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/eRVWDV
ბრიტანეთის საბჭოს და საგანმანათლებლო სააგენო ELL-ის ორგანიზებით გამართულ ინგლისური ენის კონკურსში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ოთიაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა. პრიზიორი დაჯილდოვდა British Council Aptis სერტიფიკატით.
საქართველოში პირველი ადგილი ACCA-ს საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების გამოცდაში, F9 მოდულში, ჩვენმა სტუდენტმა, გიორგი ვარდიაშვილმა მოიპოვა. ამ შედეგით, ის მსოფლიოში 23-ე ადგილზე გავიდა! ვულოცავთ გიორგის ამ გამარჯვებას! BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამას ACCA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია 2019 წლიდან აქვს.
გაიცანით ჩვენი სტუდენტის მიერ დაფუძნებული კომპანიის ახალი, ინოვაციური გადაწყვეტილება: აუტონომი – მომხმარებლების ვერიფიკაციისთვის ახალი პლატფორმა. აუტონომის მიზანია ციფრული/გაციფრულებული ბიზნესებისათვის მომხმარებლების ვერიფიკაციის დისტანციური სისტემის ავტომატიზაცია. სერვისი, შედგება სამი ძირითად ფუნქციონალისაგან: სელფსა და პირადობის/პასპორტის ფოტოს შორის სახეების იდენტურობის შემოწმება; ავთენტურობის დადგენა (რეალურია …