დამფუძნებლები: ნია სიბაშვილი, მარიამ ლაცაბიძე, გიორგი სულაბერიძე ინოვაციური ციფრული აკადემია მოზარდებისთვის 12 წლიდან, რომლის მიზანიც ბავშვებში იმ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებაა, რომლებიც მომავლის პერსპექტივაში საქმიანობის უამრავ სფეროში ადამიანის ჩართულობის ტრადიციულ ფორმას ჩაანაცვლებს. ჩვენი ლექციები დატვირთულია გემიფიკაციის ელემენტებით და აქტიური დისკუსიებით. ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიღებასთან …
გუნდის წევრები: ანი მანჯავიძე, გიორგი ცხონდია, მარიამ ხარაბაძე. Crosscreators არის აუგმენტური რეალობის“მარქეთფლეისი” – სადაც ბრენდებს შეუძლიათ მიიღოონ მათზე მორგებული აუგმენტური რეალობის პროექტები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
გუნდის წევრები: ნიკა რჩეულიშვილი, საბა თანდილაშვილი, ლუკა კახიძე, ვახტანგ ხონელიძე. სტარტაპი წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების ინვენტარის ონლაინ მაღაზიას. www.safetyshop.ge-ზე შესაძლებელია იმ ყველა ნივთის შეძენა, რომელიც საჭიროა მუშაობის დროს უსაფრთხობის ნორმების დაცვისთვის, მაგალითად სპეც.ტანსაცმელი, პირველადი დახმარების ყუთი და ა.შ.
გუნდის წევრები: გივი ბერიძე, ნიკოლოზ სიხარულიძე STEM BOX რობოტიკის ქართული ინოვაციური სასწავლო პლატფორმაა – პროდუქტი, რომელიც მომავალ თაობას ტექნოლოგიურ სამყაროში გზას გაუკვალავს. პროექტის სათავეში Edison Tech-ის გუნდი დგას, რომელმაც STEM BOX-ის ფარგლებში ყველა ის პრაქტიკული მიდგომა გააერთიანა, რომელიც ტექნოლოგიური იდეის …
გუნდის წევრები: მარიამ მაისურაძე, ანა ნადირაძე HAPPYKIDS.GE აერთიანებს სხვადასხვა ბრენდების საბავშვო პროდუქციას. სტარტაპის მეშვეობით, შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ სხვადასხვა ბრენდის სხვადასხვა ნივთი და ორი განსხვავებული მაღაზიიდან ნივთები ერთდროულად, მოკლე დროში მიიღოთ.
გუნდის წევრები: გუბაზ გოგუა, ლუკა ბაკლაგა ,,MyCoFounder-ის” საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ თანადამფუძნებლები ან სტარტაპები, განავითაროთ იდეები, იპოვოთ მენტორები და ბოლოს შეხვდეთ ინვესტორებს. სტარტაპი გეგმავს, რომ სამომავლოდ, პლატფორმა ,,Mycofounder” მეწარმეებისა და მათი საქმიანობისთვის ყველაზე აქტუალური სოც.ქსელი გახდეს.
პინკა მომხმარებლებს სთავაზობს მარტივად გადამუშავებად პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ვეგანური ტყავისგან. პინკას ძირითადი პროდუქტებია ჩანთები და თმის აქსესუარები. სტარტაპი აქტიურად თანამშრომლობს ქართველი დიზაინერების ლაბთან.
Areal Guide არის ციფრული გიდის მარკეტფლეის პლატფორმა მუზეუმებისთვის. სტარტაპის მეშვეობით მუზეუმებს შეუძლიათ 1 დღის ინტერვალში შექმნან გიდის ტური, რომლის გაყიდვაც აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ. მომხმარებელს კი შეეძლება აირჩიოს ნებისმიერი მუზეუმის ტური და მისი სმარტფონის მეშვეობით მიიღოს ის სერვისი, რომელიც აქამდე სპეციალური …
ბექა გოგრიჭიანი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, მოიპოვა სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კურსი Secure e-Governance.
ნიკიტა ხატისოვი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბაკალავრიატის სტუდენტი, მოიპოვა სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში (Secure e-Governance).