გრძელდება განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია. სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ [email protected]ზე შიდა საუნივერსიტეტო ტესტირების ჩასანიშნად) მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი. სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected] მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი); მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ) მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation) სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე) სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი პასპორტის ასლი შევსებული სასწავლო ხელშეკრულება …
გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის! გრძელდება განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტში, ირლანდია. სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მოქმედი TOEFL, IELTS – მინიმუმ B2 დონე, CAE – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (მობილობის ზუსტი პერიოდის დადგენა მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ) სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები). სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] – მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი); – მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ) – მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation) სააპლიკაციო დოკუმენტაცია: ü CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ü ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ü ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) ü მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) ü სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ü ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი ü პასპორტის ასლი …
შეხვედრა გაიმართება DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან – ბატონ გებჰარდ როილთან ა/წ 17 ოქტომბერს 16:00 საათზე სილოკონ ველი სივრცეში. შეხვედრის სამუშაო ენა: ინგლისური. DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური უკვე 30 წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს და ყოველწლიურად 100-ზე მეტ ინდივიდუალურ …
სტიპენდიები 2020/2021 სასწავლო წლისთვის: მოკლევადიანი კურსები: • გერმანული ენის საზაფხულო კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში; განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2019 • სტუდენტური ჯგუფის ვიზიტი გერმანიაში; განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1 თებერვალი, 1 მაისი, 1 ნოემბერი სამაგისტრო სტიპენდიები: • სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის; განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31.10.2019; • სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის (ERP); განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31.10.2019 კვლევითი სტიპენდიები: • მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1-6 თვე); განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 • ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია; განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 • სადოქტორო ხარისხის მოპოვება გერმანიაში (3-4 წელი); განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 • კვლევითი გრანტი – bi-ნაციონალური კვლევა ორმხრივი ხელმძღვანელობით; განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 • კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის (1-3 თვე); განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 და 15.07.2020 • განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის (1-3 თვე); განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2019 და 15.07.2020 • რუსთაველი-DAAD-ის ერთობლივი კვლევითი სტიპენდიები (1- …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამა: კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამა: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით (მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერა იხილეთ დანართი 1-ში). მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი. სააპლიკაციო პროცესი : დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 4 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] – მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა); – მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი; – მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation) სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ნიშნების …
სტაჟირების ადგილი: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კილში მდებარე რომელიმე კომპანია, ინსტიტუცია, დაწესებულება – პროგრამა განხორციელდება კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. მიმართულება: საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის/სტაჟირების პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ან/და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ყოველთვიურ სტიპენდიას: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე) სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი …
აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2020/2021 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამის ხანგრძლივობა: 5 თვე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათი (საქართველოს დრო). დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს შემდეგი ელ–ფოსტის საშუალებით: [email protected]
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით პირველი ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი (CBHE, ყოფილი TEMPUS) დაფინანსდა ევროკომისიის მიერ! პროექტის სახელწოდებაა: “Boosting the role of HEIs in the industrial transformation towards the Industry 4.0 paradigm in Georgia and Ukraine”. უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად პროექტის კონსორციუმის ევროპელი წევრები არიან: …
2019 წლის გაზაფხულზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საგარეო ურთიერთობების სამსახურის კოორდინირებით 8 საპროექტო განაცხადი მოამზადა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და პერსონალის მობილობების დაფინანსების მოსაპოვებლად. განაცხადები მომზადდა გერმანულ, პორტუგალიურ, ირლანდიურ და პოლონურ უნივერსიტეტებთან ერთად. პარტნიორი უნივერსიტეტებიდან და ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 3 საპროექტო განაცხადი უკვე დაფინანსდა კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია), კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და კარლოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ირლანდია). უახლოეს მომავალში ველით პასუხებს 5 საპროექტო განაცხადის შედეგების შესახებ. ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამების ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება ბიზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იგეგმება.
კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლიეტუვა) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის! ლიეტუვას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში (“From idea to investment”) მონაწილეობის მისაღებად იწვევს, რომელიც 2019 წლის 1-6 ივლისს გაიმართება. შემოთავაზებული სასწავლო თემა: Developing business ideas that are appealing to investors. საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა 3 კრედიტი. …