გაცვლითი პროგრამები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში (სრულად დაფინანსებული): კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირლანდია. გაცვლითი პროგრამები ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში (ნაწილობრივ დაფინანსებული): ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა …
კორუნას უნივერსიტეტის (ესპანეთი) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის! ესპანეთის გალისიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 2020 წლის 19 ივლისიდან 1 აგვისტომდე. ესპანური მხარის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსებია: 5G for Connected and Automated Mobility: Smart Roads and Vehicles Artificial Intelligence in Business Management Basics of Experimental Statistics with Python Content Management Using WordPress and Google Analytics Corporate Finance Deep Learning Financial Shocks, Financial …
დაიწყო განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია. სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერთიფიკატით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) მობილობის პერიოდი: …
დაიწყო განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტში, ირლანდია. სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მოქმედი TOEFL, IELTS – მინიმუმ B2 დონე, CAE – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები). სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2020 წლის 24 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected] – მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი); – მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ); – მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation). სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი პასპორტის ასლი შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1) კანდიდატთა შესარჩევი პროცესი: დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ; დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ; გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან; კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ. დამატებითი ინფორმაცია: საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს); დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected] –ზე.
აშშ-ს საზაფხულო სკოლა (SUSI) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის! აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო აქტივობებში ჩართული ახალგაზრდა ლიდერებისთვის 4 კვირიანი საზაფხულო სკოლის/ინსტიტუტის (SUSI) სტიპენდიების მოსაპოვებლად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 იანვარი. დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობის, საკონკურსო პირობებისა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით აშშ-ს საელჩოს: [email protected]
UGRAD-ის გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის! აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2020/2021 წლისთვის გლობალური გაცვლითი პროგრამის (UGRAD) სტიპენდიების მოსაპოვებლად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 დეკემბერი. დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობის, საკონკურსო პირობებისა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ა/წ 11 დეკემბერს აშშ–ს საელჩო საქართველოში აწყობს საინფორმაციო დღეს განათლებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ. საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის აშშ–ში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის მსურველებს გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის (UGRAD), ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის, ფულბრაიტის მკვლევარების გაცვლითი პროგრამის, პროფესიული პრაქტიკის პროგრამისა და ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრების განრიგი: ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები: 14:00 საათი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები: 15:00 საათი მკვლევარები და პერსონალი: 16:00 საათი შეხვედრების ადგილი: ბტუ სივრცე შეხვედრების ენა: ქართული დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]
მიმდინარეობს ბაკალავრის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობით დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია BTU-სა და ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. – გაცვლითი მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წელი. – ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის ფინანსური დეტალების აღწერა იხილეთ დანართში. – დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ …
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ლექტორი – მაიკლ ლი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების 20 სტუდენტს Functional Programming-ის კურსში გადაამზადებს! კურსის ხანგრძლივობა: 8 საათი სწავლების ენა: ინგლისური სასწავლო დღეები: 11-14 ნოემბერი, 2019 სალექციო საათები: 13:00-15:00 დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 ნოემბრის 14:00 საათი. შენიშვნა: კურსზე დაიშვება პირველად დარეგისტრირებული 20 სტუდენტი! სტუდენტების გადამზადება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
რჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი მიმართულებები: მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე) სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე) სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) სააპლიკაციო პროცესი: …