აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2021/2022 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამის ხანგრძლივობა: 5 თვე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათი (საქართველოს დრო). დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგი ელ–ფოსტის საშუალებით: [email protected] ან/და აშშ–ს საელჩოს: [email protected].
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ იაპონიის საელჩოში საქართველოში. პროგრამის გაიდლაინიებისა და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან: საბაკალავრო პროგრამა პროგრამა მკვლევარებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა – საბაკალავრო პროგრამა: 2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით; განაცხადების მიღების ბოლო ვადა – მკვლევარების პროგრამა: 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება. პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში, რომლებსაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ. საელჩო გასაუბრებაზე მიიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას: ტელეფონი: +995 32 275 21 11 ელ-ფოსტა: [email protected] FB
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ, რუმინეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ დისტანციურ საზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება ა/წ 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით. …
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2020 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მენეჯმენტისა და ფინანსების პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაჩვეულებრივი შესაძლებლობას გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სრულად დაფინანსებულ ონლაინ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც 4-12 სექტემბერს გაიმართება გერმანელი, ქართველი და …
საინფორმაციო ვებინარი გერმანიაში გრძელვადიანი სწავლით ან/და ენის კურსებით დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის! გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ა/წ 13 და 14 მაისს გაიმართება ფართომასშტაბიანი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით გერმანიაში სწავლის მიღების შესაძლებობებთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციის მოძიება და შეხვედრებზე დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ. DAAD – გერმანიის აკადემიური …
რომის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო სასწავლო ტური ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის! იტალიის ერთ–ერთი წამყვანი ბიზნესის სკოლა აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 წლის 25-30 მაისს გაიმართება ქალაქ რომში. ტურის ფარგლებში 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგების გარდა გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და კომპანია ბულგარის სათაო ოფისში. კურსის საფასური: 950 ევრო. დაინტერესებულმა სტუდენტებმა ინგლისურენოვანი CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე) უნდა გადმოგზავნონ [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 25 მარტისა. დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო სასწავლო ტურის შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected] კალენდარი საიტის რუკა F.A.Q კონტაქტი
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამა კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის! მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, ეკონომიკა სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: სალექციო კურსების შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი მობილობის ხანგრძლივობა: 8 კვირა (სექტემბრის შუა რიცხვები-ნოემბრის შუა რიცხვები ან ნოემბრის შუა რიცხვები-იანვრის შუა რიცხვები) სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (360 ევრო) + დღიურ სტიპენდიას: 140 ევრო მობილობის მე-14 დღემდე, აღნიშნული თანხის 70% მე-14 დღიდან მობილობის დასრულებამდე დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად. სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა ლექტორებმა არაუგვიანეს ა/წ 30 მარტის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე) მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) …
გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის! ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამა კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: – ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებებიდან; – მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა! მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად) მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი. სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 24 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] – მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა), უნივერსიტეტის სახელი – კობლენცი; – მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor ან Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ); – მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation) სააპლიკაციო დოკუმენტაცია: CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) …
გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის! ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები: კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,ლიეტუვა სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით (მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერა იხილეთ დანართი 1-ში). მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 24 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] – მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა); – მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული); – მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation) …
გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის! ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები: ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით, კვების ტალონი სპეციალური ტარიფით (მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერა იხილეთ დანართი 1-ში). მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (დანართი 2). კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,ლიეტუვა სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით (მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერა იხილეთ დანართი 3-ში). მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე, გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი …