სტუდენტური დასაქმების პროექტი – SmartStudent გრძელდება! – პროექტის მესამე ეტაპზე, 18 დეკემბერს 13:00 საათზე, ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები წარმოადგენენ 50-ზე მეტ სტუდენტურ ვაკანსიას – პროექტის პრინციპი მარტივია: პარტნიორი კომპანია ასაქმებს BTU-ს სტუდენტს, სტუდენტი წარადგენს კომპანიის ცალკეული დეპარტამენტის ციფრული …
ბაზისბანკის სათაო ოფისში საბანკო აკადემიის პირველი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა; საბანკო საქმის სწავლება ბაზისბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიერ BTU-ს ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა; აკადემია ახალი ნაკადის მიღებას უახლოეს მომავალში დააანონსებს.
რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ მასშტაბურ პროექტს მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების – Microsoft-ისა და HP-ის ჩართულობით განახორციელებს. BTU-AI ინდუსტრიის ფუნდამენტური ცვლილებისთვის ემზადება – ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური …
სილიკონ ველი თბილისის მეწარმეობის კალენდრის ფარგლებში Techpark • GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე BTU-ს სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ავთანდილ კასრაძემ სტუდენტებთან ერთად განიხილა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისათვის. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია GITA-ს თანადაფინასებისა და მცირე გრანტების შესახებ. შეხვედრა …
გენდერული პრობლემების მოგვარებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად იდეათონი გაიმართა. იდეათონის სამ გამარჯვებულს შორის, ერთ-ერთია პროექტი S4W.GE (Society for Women) – პლატფორმა, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ქალებს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, აკავშირებს ერთმანეთთან, აძლევს მათ საშუალებას, მოიძიონ ახალი საქმიანი კონტაქტები და ასევე მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის საჭირო რესურსები ინვესტორებისგან. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი იდეები ან უკვე მზა პროდუქტები და წარუდგინონ დაინტერესებულ მხარეებს. გამარჯვებულებს UN Women-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, ხოლო კომპანია Lab-მა დიდი ენერგომოცულობის Power Bank-ები გადასცა. ამასთან, APM Terminals-ის მეშვეობით, გამარჯვებულები დაესწრებიან საგანმანათლებლო ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც გაიღრმავებენ ცოდნას ინოვაციური პროექტების განხორციელების კუთხით. იდეათონის ჟიურის წევრები იყვნენ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი მაია ქობალია, „შპს“ გრიფინის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ვაჩიბერიძე, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი ნინო გოგუაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინოვაციების სპეციალისტი ალექსანდრე ღვინჯილია და „ლაბის“ წარმომადგენელი ანა კაჭიური. დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
RAD (Recognize, Analyze, Digitalize) – ეს არის სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და საფრენი აპარატების მეშვეობით უზრუნველყოფს მის თვალთახედვაში მოხვედრილი ნებისმიერი ობიექტის ამოცნობასა და ანალიზს. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით კი ადგენს სტატისტიკას სხვადასხვა თემატიკაზე, წინასწარ მიცემული დავალებების მიხედვით. მაგ.: თუ დაწესებულებას სურს, გაიგოს, …
ბრიტანეთის საბჭოს პროექტ “შემოქმედებითი ნაპერკალის” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსტეტის პარტნიორობით შემუშავებული ვორკშოპების სერია უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 14, 15 და 18 ნოემბერს ვორკშოპები ჩატარდება თავისუფლების ქარხანაში. ▪️თავისუფლების ქარხანა არის როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული სივრცე, ახალი პლატფორმა …
საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში, საცალოდ ვაჭრობაში გადამზადების საერთაშორისო პროგრამა იწყება – საფრანგეთის მოწინავე სასწავლებელი, ISC PARIS BUSINESS SCHOOL ორმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამის განხორციელებას საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს. პროგრამა განკუთვნილია საცალოდ ვაჭრობის ინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტებისთვის და …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში HP CUP ჰაკათონი დაიწყო ჰაკათონის თემა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები. ჰაკათონის პარტნიორიორები არიან: HP, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მსოფლიოს საცალო ვაჭრობის ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის ISC Paris-ი ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამის მოდულების სასერტიფიკატო პროგრამას იწყებს. • პროგრამა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით 2020 წელს ამოქმედდება. • სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოში უპრეცედენტო პირობით განხორციელდება; • სასწავლო პროგრამა არის 4 …