ცოტა ხნის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო პარტნიორი აშშ-ში დაფუძნებული სტრატეგიული ცენტრი StrategEast გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, StrategEast-ის და EPAM-ის მიერ ფორმირებულ აიტი ჰაბში მიმდინარე გადამზადების პროგრამაში BTU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით ჩაერთვებიან და …
სტუდენტური დასაქმების პირველი დისტანციური ფორუმი SmartStudent, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს 12 აპრილს 12 საათზე გაიმართება. ფორუმს უკვე შემოუერთდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, 50ზე მეტი დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციით და სტუდენტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო დისტანციური კურსებით. ინიციატივას მაღალი გამოხმაურება …
თბილისის მეწარმეობის სამიტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად გაიმართება, ისრაელის სილიკონ ვადიდან ინვესტორების მოწვევას და ქართულ სტარტაპებთან შეხვედრას, სხვა აქტივობების პარალელურად გულისხმობს. მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი რეგისტრირებული 150-მდე სტარტაპიდან, შერჩეულ ექვსს შეხვდება. ინვესტორის წინაშე ფიჩინგი ბიზნესისა …
პირველი დოქტორის ხარისხის მინიჭება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში! ვულოცავთ დავით გონდაურს, რომელსაც მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ნაშორმისთვის ,,სარკინიგზო და აბრეშუმის გზის განვითარება, როგორც პლატფორმა საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის.”
ქვეყანაში შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე მდგარი მცირე და საშუალო ბიზნესი, სტარტაპები, ბიზნეს კლინიკისგან სრულიად უსასყიდლოდ, ონლაინ კონსულტაციებს მიიღებენ. კონსულტაციები გაიმართება კვირაში ერთხელ და მას უხელმძღვანელებს მსხვილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება BTU-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისგან, მეწარმეობის ადგილობრივი და ბრიტანელი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს. სესიები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ქვეყანაში COVID-19 ვირუსის შტამის …
ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება და დასაქმება კოდინგის სკოლის მთავარი მიზანია, რომლის საპასუხოდ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალთა კოდინგის სკოლა დაარსდა. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, ქალთა კოდინგის სკოლა აცხადებს მიღების მეორე ეტაპს, სადაც შერჩეული კანდიდატები, …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა აამოქმედა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა. სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა ონლაინ რეჟიმში უკვე ამოქმედდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა. აკადემიური …
ქართველი სტუდენტების ანაზღაურებადი გადამზადება და დასაქმება საერთაშორისო დეველოპერულ ცენტრ Webiz-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორადუმი კომპანია Webiz-თან გააფორმა. კომპანია Webiz მსხვილ ინვესტირებას საქართველოში არსებული სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახორციელებს. გადამზადების პროგრამის მიმდინარეობისას, შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კი იმუშავებენ დისტანციურად …
ციფრული სტარტაპ ბუთქემფი, დისტანციური დემო დღე და ფულადი საპრიზო ფონდი – მნიშვნელოვანი ინციატივა სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომელსაც BTU ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. კორონავირუსის ინფექციის (COVID – 19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ბუთქემფი …