ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასშტაბურ კვლევასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. კვლევა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის გამოწვევებს და COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობებს განიხილავს …
2 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირშისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, წამყვან ტექნოლოგიურ პარკებთან და კომპანიებთან; მოხდა შეთანხმება გერმანული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე BTU–ში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ. შემუშავებული ბროშურების მიზანია, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი …
30 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – პიერ კლუე და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე – ელეონორ გაღნიე, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი – დევიდ ტერტრიე. ვიზიტის ფარგლებში …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წლის ბოლო, სტარტაპების დემო დღე ჩატარდა. BTU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, თავიანთი იდეები დემო დღეზე სხვადასხვა პარტნიორების, ფონდებისა და ინვესტორების წინაშე წარადგინეს. დემო დღის გამარჯვებული სტარტაპია UniKeys, რომელიც წარმოადგენს უკონტაქტო გასაღებს აპარტამენტებისა და სასტუმროს ნომრებისთვის. UniKeys ყოველი ახალი სტუმრისთვის აგენერირებს …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მსოფლიოს წამყვან და ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ მარკეტინგის სკოლასთან – დიდი ბრიტანეთის Chartered Institute of Marketing-თან თანამშრომლობა დაიწყო! პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ინსტიტუტის აფილირებული წევრები და ისარგებლონ არაერთი უპირატესობით, შეთავაზებითა და საერთაშორისო სერტიფიცირებით. Chartered Institute of Marketing (CIM) 1911 წელს დაარსდა. ორგანიზაციას 130 სასწავლო ცენტრი აქვს მსოფლიოს 36 ქვეყანაში; საგამოცდო ცენტრები კი მსოფლიოს 132 ქვეყანაში. CIM აერთიანებს 30 000 წევრს და 3 000 მარკეტოლოგს მსოფლიოს გარშემო.
მსოფლიო ბესტსელერი ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, რომელსაც სტარტაპები, მეწარმეები, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები და აქსელერატორები სამაგიდო წიგნს უწოდებენ, ქართულ ენაზე გამოიცემა. წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, …
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2020 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მენეჯმენტისა და ფინანსების პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაჩვეულებრივი შესაძლებლობას გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სრულად დაფინანსებულ ონლაინ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც 4-12 სექტემბერს გაიმართება გერმანელი, ქართველი და აზერბაიჯანელი …
30 ივნისს 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის Facebook გვერდის LIVE-ის მეშვეობით გაიმართება ღია კარის დღე მათთვის, ვინც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით არის დაინტერესებული. სარეგისტრაციო ბმული – https://bit.ly/3bgA64w
29 ივნისს 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის Facebook გვერდის LIVE-ის მეშვეობით გაიმართება ბაკალავრიატის პროგრამის ღია კარის დღე, სადაც, შეგიძლიათ, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. სარეგისტრაციო ბმული – http://bit.do/faKaN