შემოგვიერთდით, 27 ივლისს 19:00 საათზე ვებინარზე – როგორ ჩავაბარო საერთო სამაგისტრო გამოცდა? გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია
წარმატებული დასაქმება ყველა სტუდენტის მიზანია და მათი მთავარი მოთხოვნა ნებისმიერი სასწავლო პროგრამის მიმართ სწორედ ისეთი განათლებაა, რომელიც დასაქმებაში ან საკუთარი საქმის დაწყებასა და წარმატებით მართვაში დაეხმარება. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ მიმართულებით გამორჩეული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო თუ …
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ტურიზმის სექტორის მასშტაბური კვლევის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიში მიმოიხილავს მსოფლიოს 23 ქვეყნის მიერ მომზადებულ პოსტპანდემიურ ანტიკრიზისულ გეგმას და განიხილავს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობებს. კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fg7haN
8 ივლისს იაპონიის საელჩოში მისი აღმატებულება უეჰარა ტადაჰარუსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები იაპონიის ტექნოლოგიურ პარკებთან და კომპანიებთან; მოხდა შეთანხმება 2021 წლისთვის იაპონური ენის, როგორც …
7 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში მისი აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, სამუშაო შეხვედრა შედგა. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები თურქეთის კიბერუსაფრთხოების პარკთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; დისტანციური სწავლების მხარდაჭერა და თანამშრომლობის განვითარება ESx.ge პლათფორმის ფარგლებში.
7 ივლისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკის ელჩი – მისი აღმატებულება ენრიკო ვალვო. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები იტალიურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ტექნოლოგიურ პარკებთან; მოხდა შეთანხმება იტალიური ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე ბტუ-ში; ასევე, განხილულ იქნა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის გეგმა იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანების ჩართულობით.
სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის, BTU-ს ონლაინ ბიზნეს კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას. 14 ივლისს 19:00 საათზე ჩატარდება World Bank-ისა და GITA-ს წარმომადგენელის შეხვედრა სტარტაპერებთან – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 და 650 000 ₾-იან Matching Grant-ებთან დაკავშირებით. შეხვედრის სტუმარი იქნება …
UNDP-ისა (გაეროს განვითარების პროგრამა) და Future Laboratory-ის ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქ რუსთავის 5 სკოლაში მიმდინარეობდა მოსწავლეების გადამზადება სოციალურ მეწარმეობაში, PBL მეთოდოლოგიის გამოყენებით. პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს ინოვაციური გადაწყვეტები ქალაქისთვის Post-Covid გარემოს განვითარების მიმართულებით. გადამზადების შემდგომ შეირჩა გუნდები, რომლებიც …
ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 6 ივლისს ისრაელის ელჩის, მისი აღმატებულება რან გიდორისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა კოდინგის სკოლის ინიციატივის მხარდასაჭერი აქტივობები.
საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტი საქართველოდან ცნობილია. კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, …