ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მსოფლიოს წამყვან და ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ მარკეტინგის სკოლასთან – დიდი ბრიტანეთის Chartered Institute of Marketing-თან თანამშრომლობა დაიწყო! პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ინსტიტუტის აფილირებული წევრები და ისარგებლონ არაერთი უპირატესობით, შეთავაზებითა და საერთაშორისო სერტიფიცირებით. Chartered Institute of Marketing (CIM) 1911 წელს დაარსდა. ორგანიზაციას 130 სასწავლო ცენტრი აქვს მსოფლიოს 36 ქვეყანაში; საგამოცდო ცენტრები კი მსოფლიოს 132 ქვეყანაში. CIM აერთიანებს 30 000 წევრს და 3 000 მარკეტოლოგს მსოფლიოს გარშემო.
მსოფლიო ბესტსელერი ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, რომელსაც სტარტაპები, მეწარმეები, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები და აქსელერატორები სამაგიდო წიგნს უწოდებენ, ქართულ ენაზე გამოიცემა. წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, …
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2020 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მენეჯმენტისა და ფინანსების პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაჩვეულებრივი შესაძლებლობას გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სრულად დაფინანსებულ ონლაინ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც 4-12 სექტემბერს გაიმართება გერმანელი, ქართველი და აზერბაიჯანელი …
30 ივნისს 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის Facebook გვერდის LIVE-ის მეშვეობით გაიმართება ღია კარის დღე მათთვის, ვინც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით არის დაინტერესებული. სარეგისტრაციო ბმული – https://bit.ly/3bgA64w
29 ივნისს 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის Facebook გვერდის LIVE-ის მეშვეობით გაიმართება ბაკალავრიატის პროგრამის ღია კარის დღე, სადაც, შეგიძლიათ, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. სარეგისტრაციო ბმული – http://bit.do/faKaN
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. BTU საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, ამჯერად კი მსგავსი შესაძლებლობა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსაც ეძლევათ. BTU–ში განმარტავენ, რომ ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა კიდევ ერთი დისტანციური დასაქმების ფორუმი ჩაატარა. ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ „დაასაქმე სმარტსტუდენტის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში 25 წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა მონაწილეობას. თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია. საერთო ჯამში ვაკანსიების რაოდენობამ 55–ს გადააჭარბა. „დაასაქმე სმარტსტუდენტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმების მიზნით ახორციელებს. დისტანციური დასაქმების ფორუმში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: DK Capital, დიპლომატ ჯორჯია, Forbes Woman Georgia, სადაზღვევო კომპანია Irao, სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, Moore, abc, თიბისი დაზღვევა, GMA, Tegeta Motors, შიდა ქართლის მერია, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, SavvY, Cryptx IQ, Nexia TA, ლიბერთი ბანკი, MY.ge, Wandio, Artmedia, OPPA, Inexphone, ქართული, სტარტაპიMuza, Esolver ფორუმის მსვლელობისას ონლაინ სივრცეში შეკრებილმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოისმინეს მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
Les Roches ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარული სკოლის წარმომადგენლები, Jon Loiti და Julia Tokareva 25 ივნისს 16:00 საათზე გამართავენ ვებინარს თემაზე: “Compassionate recovery post-COVID-19 in the Hospitality Sector”. ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე – https://bit.ly/2YDv78Y ვებინარზე დამსწრეებს საშუალება აქვთ, მიიღონ Les Roches …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები და SYSTEM CORP.-ის მკვლევართა ჯგუფის წევრები, ლუკა ჩხეტიანი და ლევან ბეჟანიძე, ვიდეოზარისას ხელისშემშლელი ხმაურის დახშობის ფუნქციაზე მუშაობდნენ და რამდენიმე კომპონენტში ერთდროულად გააუმჯობესეს ის შედეგი, რასაც Google-მა Google Meet-ში ჩაშენებული მოდელით მიაღწია. ნაშრომი, რომელიც კორნელის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა მის …
მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 40-ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. MiniMBA, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების, პოდკასტების …