ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 17 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფი: “კიბერუსაფრთხო ინტერნეტი” გაიმართა. ღონისძიების სამიზნე ჯგუფი გახლდათ სკოლის მოსწავლეები/აბიტურიენტები. შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი გიორგი იაშვილი. 61 რეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან ღონისძიებას ფიზიკურად 47 მათგანი დაესწრო. PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა …
BTU ყველა აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს გადამზადების სასერტიფიკატო კურსს ბიზნესკომუნიკაციებში. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
BTU ყველა აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს ტრენინგს: როგორ ავირჩიო მომავალი პროფესია? კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან რომელია მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესია, ტრენინგის ფარგლბეში იქნება დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად; გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – Promoting European Union’s Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში აბიტურიენტებისთვის გაიმართება ვორქშოფი: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში. დრო: 8 აპრილი, 16:00 საათი ლოკაცია: BTU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის: ჭავჭავაძის გამზ. #82. ვორქშოფზე დამსწრეთა რეგისტრაცია …
BTU ყველა აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს ტრენინგს: როგორ შევქმნა სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან. გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე ტრენინგის მიზანია მეწარმეობის/ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამეწარმეო საქმიანობის წახალისება და ამ კუთხით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობა. ტრენინგი ჩატარდება, 5 აპრილს, 17:00 საათზე
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გლობალური სტარტაპ ფონდის ახალი პარტნიორია. BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მაისში სტარტაპების დაფინანსებისთვის უკვე ემზადება და ამ პროცესში საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც ჩაერთვება. ასოციაცია, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, დღეს საქართველოს 70-ზე მეტ წამყვან …
ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა. მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სტარტაპებს დაფინანსების მისაღებად სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად ფედერაციის წევრი კომპანიები და ინდივიდუალური პირებიც შეხვდებიან. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირისპირ …
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – Promoting European Union’s Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში მშობლებისთვის გაიმართება ვორქშოფი უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისთვის. დრო: 19 მარტი, 16:00 საათი ლოკაცია: BTU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის: ჭავჭავაძის გამზ. #82 ვორქშოფზე დამსწრეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – Promoting European Union’s Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში სკოლის მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის გაიმართება ვორქშოფი – უსაფრთხო ინტერნეტი. დრო: 26 მარტი, 16:00 საათი ლოკაცია: BTU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის: ჭავჭავაძის გამზ. #82 ვორქშოფზე დამსწრეთა …
BTU ყველა აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს გადამზადების სასერტიფიკატო კურსს ციფრულ მედია მარკეტინგში. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებას მარკეტინგული კამპანიებისთვის. გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე