ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია HEIn-ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიის კონცეპტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა განავითარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4-ის ფარგლებში. ლაბორატორია ოფიციალურად გაიხსნა 2021 წლის 25 მარტს; ლაბორატორია განთავსებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ცენტრალურ კამპუსში; ღია, გამჭვირვალე და დოკუმენტურად დადასტურებული ტენდერების საფუძველზე ლაბორატორია აღჭურვილია: 12 მძლავრი კომპიუტერით, მონიტორითა და პროექტორით; სპეციალური Dell სერვერით; 2 ტიპის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფით: Power BI & Photoshop ინდუსტრია 4.0 ლაბორატორიის აქტივობები ინტენსიური მოკლე კურსები ინდუსტრიული პარტნიორებისა და სტუდენტებისთვის Power BI_1 კურიკულუმის შემუშავება: აპრილის დასაწყისი, 2021 კურსის განხორციელების თარიღები: 12 აპრილი-10 მაისი, 2021 ხანგრძლივობა: 16 საათი სამიზნე აუდიტორია: პარტნიორი ტექ–კომპანიების პერსონალი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები ბენეფიციარების რაოდენობა: 20 Power BI_2 კურიკულუმის შემუშავება: აპრილის დასაწყისი, 2021 კურსის განხორციელების თარიღები: 12 აპრილი-10 მაისი, 2021 …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 3 თვის განმავლობაში BTU-ს სტუდენტები გადამზადნენ “ელექტრონულიკომერციის ადმინისტრირების” მიმართულებით. კურსის ფარგლებში MBA-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა 12 ლექცია, მოწვეული სპიკერების მიერ, რომლებიც უკვე წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ და …
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კონფერენციასა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ბტუ–სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიციატივა გაუკეთა პროექტს ,,5.0’’ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP. Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში. საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0”-თან დაკავშირებული ღონისძიებები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტი უმასპინძლებს პანელური დისკუსიების სერიას, ხოლო შემაჯამებელი ინგლისურენოვანი კონფერენცია დისტანციურად გაიმართება 2 ივლისს, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით. განრიგი 28 ივნისი ციფრული ეკონომიკა (Digital Economy) – 11:00 – 14:00 მწვანე ტექნოლოგიები (GreenTech) – 15:00 – 16:15 29 ივნისი ჯანდაცვის ტექნოლოგიები (HealthTech) – 11:00 – 12:30 აგრარული ტექნოლოგიები (AgriTech) – …
BTU ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით, კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის აცხადებს მიღებას FRONT-END DEVELOPMENT-ის მიმართულებით გადამზადების პროგრამაზე. გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია ლიბერთი ბანკის მიერ. კურსის დაწყების თარიღი: 2021 წლის 19 მაისი რეგისტრაციის ბოლო …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში, 27 მაისს 19:00 საათზე, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, ადგილობრივი და საერთასორისო ინვესტორები მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარ სტარტაპებს შეხვედებიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, EFSE-ს პროგრამის ფარგლებში, 27 მაისს 19:00 საათზე სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, ადგილობრივი და საერთასორისო ინვესტორები მეწარმეობის ცენტრი ბენეფიციარ სტარტაპებს შეხვედებიან.
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კონფერენციასა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, წარმომადგენლები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიციატივა გაუკეთა პროექტს ,,5.0’’ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP. Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში. თუ ხართ მკვლევარი, შესაბამისი უახლესი პუბლიკაციებით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, თქვენი კვლევითი ინტერესი იკვეთება ციფრული ეკონომიკის, ციფრული მმართველობის, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან/და ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში დაანონსებულ სფეროებთან, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციაში. გთხოვთ, აღნიშნულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ თქვენი კვლევის აბსტრაქტი 16 ივნისამდე. საერთაშორისო კონფერენცია 4 დღიანი პანელური დისკუსიების დასკვნითი ღონისძიებაა. 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტი უმასპინძლებს პანელურ დისკუსიების სერიას, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2 ივლისს, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიური კონსორციუმთან პარტნიორობით.
Microsoft-ის პროგრამული ინჟინერის, მარია დოლიაშვილის მასტერკლასი და წარმატების ისტორია. დრო: 1 ივნისი 10:00 საათი მასტერკლასზე დამსწრეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
დასაქმების მასშტაბური ღონისძიება ჩვენი სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ბენეფიციარებისთვის, 800-მდე მონაწილე, 200-ზე მეტი ვაკანსია და სპეციალური შეთავაზებები BTU-ს პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისგან. დაასაქმე Smart Student ყოველსემესტრული ღონისძიებები იწყება!
23 ივნისს 14:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამუშაო სივრცეში გაიმართება მაია მელიქიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა თემაზე: “განახლებადი ენერგორესურსების (მზის ენერგიის) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები და გამოწვევები, მათი ზეგავლენა ბიზნესზე“. ნაშრომის დაცვა არის საჯარო, დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ავტორეფერატი_განახლებადი ენ… by Elle Lomsadze