ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, 24 ივნისს, 11 საათზე ჩატარდება სემინარი საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია ,,ვებიზ საქართველოს” დამფუძნებელთან ერთად. შეხვედრა გაიმართება დისტანციურად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიების კვირეული დასრულდა. ღონისძიებამ, რომელმაც სტარტი 16 ივნისს აიღო, წარმატებით ჩაიარა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოხატული ინტერესისა თუ მოხსენებების, მასტერკლასების მრავალფეროვნებისა და დინამიურობის თვალსაზრისით. კვირეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდგომ გამოვლინდნენ. პროექტის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ: პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს; მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს …
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თბილისსა და ქუთაისში უფასო ვორქშოფების სერიას გამართავს, რომელზე დასწრებაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი. როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი და სოციალური ქსელები უსაფრთხოდ, როგორ შევქმნათ სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან, …
STEM STUDY VISIT TO ITALY-ის 2021 წლის გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტი – ცოტნე ყალიჩავა გახდა. 10 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით იტალიის ინოვაციებისა და კვლევის დღისადმი მიძღვნილ ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე, ,,STEM Study Visit to Italy”-ს კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. …
ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალი “ფინედუს“ მიერ პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ჩატარდა. ხუთი წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, კონკურსის პირობებით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა თითოეული გამომსვლელი და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთი გამარჯვებული BTU-ს ბიზნესის …
საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გაერთიანდნენ. 100-მდე სტარტაპიდან 15 საუკეთესო ინვესტორების წინაშე სასტუმრო რუმსში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა. საბოლოოდ კი 15 სტარტაპიდან ინვესტორებმა 8 საუკეთესო შეარჩიეს. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, …
“Pay to get Hacked” – ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარი; სპიკერი: Noxtton-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჯავახიძე თემა: სისტემური უსაფრთხოების ბაგების, დაჯილდოების პროგრამები და პლატფორმები; Hackerone – ის პროგრამები და მათი შესაძლებლობები; სისტემური უსაფრთხოების ბაგების აღმომჩენი …
ბიოტექნოლოგიების კვირეული მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების ჩართულობით, ლექციების და მასტერკლასების სერიით მკვლევარებისთვის, სტარტაპებისთვის და მოსწავლეებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 16-18 ივნისს გაიმართება. 750 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ბიოტექნოლოგიების ბაზარი უპრეცედენტო ტემპით იზრდება მსოფლიოში. მხოლოდ 2020 წელს, ამ სფეროში არსებული ვენჩურული …
დასაქმების მასშტაბური ღონისძიება BTU-ს სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის, 900-ზე მეტი მონაწილე, პროგრამების შესაბამისად გამოცხადებული 175 ვაკანსია და სტაჟირების პროგრამები პირველკურსელთათვის. სპეციალური შეთავაზებები BTU-ს პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისგან.