მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორები, BTU-ს სტუდენტებისთვის სასწავლო კვირეულს გამართავენ. ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სასწავლო კვირეული რეგიონში პირველად, BTU-ში ტარდება. 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ლექციების ფართომასშტაბიან სერიას შესთავაზებენ შემდეგი მიმართულებებით: …
BTU-ს ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის აცხადებს მიღებას ტრენინგზე ,,სახალისო ასტრონომია” მე-5-8 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს მასშტაბით. მეცნიერება მრავალფეროვანია, მისი ზოგიერთი დარგი მოვლენათა შედარებით ვიწრო წრეს იკვლევს და ადამიანთა მცირერიცხოვანი ნაწილისთვისაა საინტერესო, ზოგიერთი კი უკლებლივ ყველას იზიდავს. ამ უკანასკნელთაგან უპირველესი ასტრონომიაა. ტრენინგის მიზანია ბავშვების …
საბაკალავრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) – ლუკა ნადირაშვილი საბაკალავრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – ხატია ტაბატაძე საბაკალავრო პროგრამა -საინფორმაციო ტექნოლოგიები – დავით ხვედელიძე სამაგისტრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ლიკა მიქავა სამაგისტრო პროგრამა – ინფორმაციული სისტემების მართვა – …
ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგი მოდულები საქართველოში არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ბიზნესისთვის, როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა, როგორ დავწეროთ საგრანტო განაცხადი და მივიღოთ დაფინანსება ადგილობრივი ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან და ა.შ. – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და სრული …
20 ნოემბერს, საერთაშორისო ღონისძიება Global Town Hall გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მიიღებს. Global Town Hall არის მარათონი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები 15-საათის განმავლობაში განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: კონკურენციის, კონფლიქტის და თანამშრომლობის მართვა პანდემიურ სამყაროში. ღონისძიების …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, 25 ნოემბერს მესამედ ჩატარდება. სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე სტუდენტი იღებს, თითოეული მონაწილის თემის გარშემო პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი. საუკეთესო ნაშრომების ავტორებს ჟიურის წევრები …
,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა თარგმნილი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორებისა და ინკუბატორების მიერ. ბესტსელერის თარგმნა განხორციელდა აშშ-ს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში. წიგნის შეძენა შესაძლებელია: Entrepreneur Shop: https://bit.ly/3BlUa1z ლურჯი …
სპიკერი: ჰაიკ ასრიანცი – ანგელოზი ინვესტორი, “სტარტაპ ბიუროსა” და “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის – აქსელის” თანადამფუძნებელი. ათ წელზე მეტია, აორგანიზებს ჰაკათონებსა და ბიზნეს ბანაკებს, ახორციელებს სტარტაპების მხარდამჭერ სხვა პროგრამებს. თათული ოქრიაშვილი – “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის – აქსელის” მმართველი დირექტორი. …
ისრაელის საელჩოსთან და მაშავთან (Israel’s Agency for International Development Cooperation) თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯანდაცვის მიმართულების პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ 4 დღიან დისტანციურ ტრენინგებში თემაზე: E-Medicine: Digital Health Management. დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ შემდეგ …
საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი და ინოვაციური პროექტები, ინსტიტუციური განვითარების პროექტები, კოდინგის სკოლა ქალებისთვის, საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გამოცემა, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამები – ეს იმ პროექტებისა და აქტივობების ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშშ-ის მხარესთან პარტნიორობით ახორციელებს. BTU-ს უკვე განხორციელებულ …