2024 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, პრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით, კერძო სექტორის მხარდაჭერით, პროექტი ,,Junior Tech” ჩატარდა. პროექტი სრული დაფინანსებით, თბილისსა და ბათუმში განხორციელდა და მისი ბენეფიციარები იყვნენ ბავშვები და მოზარდები: სოციალურად დაუცველი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი; განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული. 8-თვიანი სრულად დაფინანსებული …
უპრეცედენტო კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს შორის! BTU-ს საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული 10 462 აბიტურიენტიდან, 1300 ვაკანტურ ადგილზე მოსახვედრად, 1867-მა აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად ჩვენი პროგრამები აირჩია! 1300 აბიტურიენტი ახლა უკვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია.
საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები ტექნოლოგიებს შეისწავლიან. პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის პრეზენტაციას იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე დაესწრებიან. ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა. ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი I ადგილი: დემეტრე გადაბაძე, მასწავლებელი ელზა ფულაძე; II ადგილი: საბა ცირეკიძე, მასწავლებელი ლიკა გიგაური; III ადგილი …
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA220-HED “Design Thinking as a Method of Soft Skills and Digital Skills Development in Higher Education to Increase Employability” პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ კურსში …
ოქსფორდის უნივერსიტეტში ბტუ-ს ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, ლექცია გაიმართა თემაზე „კაფკას მეტამორფოზა და საოჯახო სამართალი“. ლექცია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახის ცნება და მისი სამართლებრივი დეფინიცია, პირადი და გარემოებათა ცვლილება და მათი გავლენა საოჯახო ურთიერთობებზე, საკუთრების უფლება და ოჯახში ძალადობა …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ადამიანური რესურსებისა და ქალთა ჩართულობის გაძლიერებას ემსახურება. …
სწორად შერჩეული სამაგისტრო პროგრამა კარიერული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. ეს ეხება როგორც დამწყებ, ისე უკვე გამოცდილ კადრებს. უშალოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილება კი როგორც დამწყები, ისე მოქმედი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი კარიერული საფეხურია. ეს გახლავთ …
ხათუნა ბურკაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა და სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ – ხელმძღვანელმა, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს …