საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე …
BTU-სა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტებისთვის Booking.com-ის გადახდების ხელმძღვანელმა ჯილ ებანოიძემ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: “ინოვაციები ელექტრონულ საგადახდო სისტემებში”. მასტერკლასის მიზანი სტუდენტებისთვის ელექტრონული კომერციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ჯილ ებანოიძის მდიდარი გამოცდილების გაზიარება გლობალური ბრენდების – eBay.com, Booking.com …
500 ქალი ტექნოლოგიებში – საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, პრე-აქსელერატორის პროგრამა, დამწყები ინოვატორებისთვის კახეთის რეგიონის ორ ქალაქში – თელავში და გურჯაანში დასრულდა. პროექტის მიზანი: კახეთში, კერძოდ კი აღნიშნულ ორ ლოკაციაზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება/განვითარება და …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში დაინერგება კორპორაციული მდგრადობის სასწავლო კურსი, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შეიმუშავებს. შეთანხმების ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები და აქტივობები.
17 დეკემბერს კოლუმბიის უნივერსიტეტში მოეწყობა ონლაინ წიგნის პრეზენტაცია, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევა, მიხეილ ბატიაშვილის და დავით გონდაურის ავტორობით არის გამოქვეყნებული.
12-13 დეკემბერს Google Developer Student Clubs (BTU)-სა და კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/cyber security group-ის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი – capture the flag გაიმართა. 60-ზე მეტი რეგისტრირებული გუნდიდან გამოვლინდნენ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული გუნდები და ჟიურის რჩეული მონაწილეები: I ადგილი – ალექსი ქისტაური …
Wifi, Wimax და LTE-ის გამომგონებელი, ,,Hall of fame’’-ის ჯილდოს მფლობელი კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, 10 დიდებულ კანადელს შორის ნომინირებული, Ernst & Young-ის მიერ დასახელებული წლის მეწარმე, Futiracoin-ის დამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ბიზნესმენი. თარიღი და დრო: 16 დეკემბერი, …
ისრაელის საელჩოს, Mashav-ისა და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი – „ელექტრონული მედიცინა – ციფრული ჯანდაცვის მენეჯმენტი” (E-medicine: Digital Health Management) დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე პროფესიონალები გაივლიან კურსს, სადაც ისრაელის სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტებისგან და კომპეტენტური, გადაწყვეტილების …
როგორ გავხდე ფრილანსერი – ტრენინგი BTU-ს სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროს შესახებ, რომელზე მოთხოვნაც, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, 20%-ით იზრდება. სპიკერები: მარიტა ფილაური – ქოფირაითერი/ფრილანსერი ია წულაია – საერთაშორისო HR ექსპერტი/ფრილანსერი დრო: 22 დეკემბერი, 19:00 საათი დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3EvOowZ