Glovo-სა და BTU-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტების დასაქმება, მეწარმეობის წახალისება, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარება და სხვა საინტერესო აქტივობები განხორციელდება
რა არის მეტავერსი? არის თუ არა ის შემდეგი ინტერნეტი? რა ეტაპზეა დღეს მეტავერსის განვითარება და როგორია მისი მომავალი? რა შესაძლებლობებს უქმნის ბრენდებს მეტავერსი, მარკეტინგული თვალსაზრისით? სპიკერები: ნიკა სესიტაშვილი, ვებ3 მარკეტინგული სააგენტოს – Mellow Morning-ის თანადამფუძნებელი / ბიზნეს დეველოპმენტის ჰედი; ლუკა …
ბანაკის 50 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთოს ტრენინგებსა და ვორკშოფებში პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ ეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებით და პროფესიის არჩევისას მიიღოს ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/15kafHbfNe557p3S8 ლოკაცია: …
სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, Globalize მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ-საზოგადოებას, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციებს. ასევე სხვა საჭირო ორგანიზაციებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი …
EUA აერთიანებს 850-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს 49 ქვეყანაში EUA გადამწყვეტ როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში და ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაში უმაღლეს განათლებაზე. ასოციაცია ეხმარება წევრებს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაში, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაში
ჰაკათონი Doggo 1.0–ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ჰაკათონი, რომელიც BTU-სა და Neutrino Georgia-ს პარტნიორობით გაიმართა, 48 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ღონისძიებაში BTU-ს სტუდენტებითა და მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. საბოლოო დავალების წარდგენა ექვსმა გუნდა შეძლო. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები. ამავდროულად ისინი პროექტების განვითარებაში …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაცია, ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება. გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენციასა და …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით, ქალების მიერ შექმნილი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერი გადამზადების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის ცენტრმა მეწარმე ქალებს შესთავაზა ინტენსიური სალექციო კურსი, რომელიც მათ დაეხმარა გაეგოთ მეტი ბიზნესის განვითარების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების …
ღონისძიების ფარგლებში 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-მდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში. BTU-ს ჩართულობით, კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პარტნიორი ჰენლის ბიზნესის სკოლის წარმომადგენელი: Dr. Fabio Goncalves de Oliveira იყო, რომელსაც მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, ლექტორობის …
მასტერკლასების მიზანია: ტექნოლოგიების ტრანსფერის სტრატეგიული დოკუმენტისა და სასწავლო კურსის შემუშავება; ასევე, აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით. ვიზიტი აშშ-ს საელჩოსა და ამერიკული საბჭოების უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში ხორციელდება.