ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და DAAD-ის თანამშრომლობით BTU-ში საინფორმაციო დღე გაიმართება! 13 ოქტომბერს 12:00 საათზე, BTU გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ინფო დღეს უმასპინძლებს. შეხვედრის ფარგლებში, DAAD თბილისის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები BTU-ს სტუდენტებს და ლექტორებს გაუზიარებენ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის მოკლე და …
185 ქვეყანა და 30 000-ზე მეტი მონაწილე – BTU-ს სტუდენტები Nasa-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. 7-8 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. ვილნიუსში ჩატარებულ კონკურსში BTU-ს სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. BTU-ს სტუდენტები, ნათია ზარიძე და ელენე …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმას (strategic intelligence Platform) კვლევებს მიაწვდის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმასთან კომუნიკაცია BTU-ს რექტორის ინიციატივით მოხდა. თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ …
“Საქართველოს ქალი” – ასე ეწოდებოდა ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მხატვრულ-ლიტერატურულ გამოცემას, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი აუდიტორიის მქონე ბეჭდურ გამოცემას სექტემბერში 100 წელი შეუსრულდა, ამიტომ ამ თარიღის აღსანიშნავად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა – BTU-მ – …
5 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება „Mastering the Blockchain” – კურსის შეხვედრა, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას კურსის შესახებ, საშუალება გექნებათ გაესაუბროთ პროგრამის ორგანიზატორებს და რაც მთავარია, გექნებათ შანსი მოიპოვოთ კურსის სრული დაფინანსება. Შეხვედრაზე კონკურსის პრინციპით შეარჩევა 5 მონაწილე, …
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ინტელექტის (Strategic Intelligence) პლატფორმასთან BTU-ს შეთანხმება გულისხმობს უნივერსიტეტის მხრიდან საქართველოს შესახებ უახლესი ინფორმაციის – კვლევითი ნაშრომების, ანგარიშების, აკადემიური სტატიების და სხვა ანალიტიკური მასალის თავმოყრას და გაზიარებას. BTU-ის ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურად შეაგროვებს მასალას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ციფრული …
აკრძალული წიგნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
26-29 სექტემბერს, ბელგიის ქალაქ გენტში, ლეუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით გაიმართა სამუშაო ვიზიტი ,,Erasmus+”-ის საგრანტო პროექტის HEin 4.0 ფარგლებში. ვიზიტი ითვალისწინებდა საკოორდინაციო შეხვედრას – პროექტის მიმდინარე აქტივობების შეჯამებას და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას, ასევე პარადიგმა 4.0 კონცეფციის განვითარებისთვის …
აკრძალული წიგნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლევან გიგინეიშვილთან შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 515-მა სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება 7 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებასთან ერთად გაიმართა. 15 ყველაზე მაღალრეიტინგული კურსდამთავრებული გამოსაშვებ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის კორპორაციული და ტექნოლოგიური პარტნიორები, აკადემიური პერსონალი …