სილიკონ ველი თბილსის სამუშაო სივრცე იხსნება! აღჭურვილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით, მეგაკორპორაციებთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე: ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, მეგამონაცემთა დამუშავება. სივრცე ოფიციალურად 13 საათიდან გაიხსნება და დაინტერესბულ სტუდენტებს ყოველ ორ …
საბაკალავრო საფეხურის საერთაშორისო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგებიიხილეთ შედეგების ფაილი სამაგისტრო გამოცდების შედეგები:ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სამაგისტრო საფეხურზე მისაღებ მაგისტრანტთა რიცხვი გაზარდა, შესაბამისად, კანდიდატებთან (ძირითადი და სათადარიგო სიიდან) ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 10:00- დან 19:00 საათამდე 103 ოთახში. სამაგისტრო საფეხურზე …
BIG DATA ლაბორატორია სილიკონ ველი თბილისის სივრცეში აშშ-ს სილიკონ ველიში დაფუძნებული მულტინაციონალური კორპორაცია Splunk BTU-სთან ერთად მეგამონაცემების ძიების, მონიტორინგის და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას სილიკონ ველი თბილისში განახორციელებს.
ნივთების ინტერნეტი სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში! ტექნოლოგიური გიგანტი – IBM BTU-სთან ერთად ცხოვრების და მუშაობის მომავლის სტანდარტს დანერგავს. ყოველდღიური ნივთებისა და ინტერნეტის ურთიერთკავშირით წარმოქმნილი უსასრულო ვირტუალური შესაძლებლობების შესახებ გაიგეთ მეტი 21 სექტემბრიდან, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 100-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, რომელთა შორისაა: Microsoft, HP, Google-ის და Apple-ის სასწავლო პროგრამები, IBM, Oracle, Symantec, Checkpiont, Splunk, Qlik და სხვა. სამუშაო სივრცის მიზანი იქნება “სილიკონ ველი – თბილისის” პროექტის განვითარება. …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი: საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი …
აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებმაც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, იწარმოებს 2017 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის N 103 ოთახში (მის. ი.ჭავჭავაძის 82) 10:00 – 18:00 საათებში. …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ დააზღვევს. მემორანდუმი, რომელსაც „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა ხელი მოაწერეს, ასევე მოიცავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების …
BTU პირველი საგანმანათლებლო სივრცეა საქართველოში რომელიც საგანმანათლებლო პროცესში ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას გამოიყენებს. ვირტუალური რეალობის ინტეგრირებით განათლებასთან, უნივერსიტეტი და მისი პარტნიორი VR House ახალ შესაძლებლობებს აჩენენ. დისტანციური სწავლების ინოვაციური მოდელი რეალურს ხდის, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთ ვირტუალურ სივრცეში გააერთიანოს მრავალი …
ლექტორის ასისტენტი ბოტი – ინოვაცია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს, სწავლების პროცესში ერთვება. ბოტის შექმნა და მისი განათლებასთან ინტეგრირება წარმოადგენს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის პროექტის ნაწილს, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება კომპანია HP-სთან პარტნიორობითა და ტექნიკური …