,,კრეატივი რეკლამაში” – მსოფლიოს მოწინავე გლობალური მარკეტინგული კომპანია McCANN ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტოპ სტუდენტებისთვის საავტორო კურსს შეიმუშავებს. McCANN მსოფლიოს სარეკლამო კომპანიათა ხუთეულში, ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით შედის, როგორებიცაა CocaCola, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, Fanta, MasterCard, Microsoft, Loreal და ა.შ. რეკლამირებისა …
კვლევების თანახმად, მსოფლიოში, ოფლაინ სივრცეში არსებული საცალოდ მოვაჭრეთა 80% მძაფრ კონკურენციას ონლაინ სივრცეში, ელექტრონულად მოვაჭრეთაგან განიცდის. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, კომპანიები გაყიდვების ელექტრონულ მოდელზე ინაცვლებენ, რომლის ცოდნა მდგრადობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მათთვის. პროექტი ,,იდეიდან ამაზონამდე” სამი ვორკშოპისგან შედგება და მას ამაზონ …
საჯარო ლექცია – ბიზნესის კეთება “პლანეტა ჩინეთში”. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ მჭედლიშვილის საჯარო ლექცია შეეხება ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის სპეციფიკას, კულტურულ და ქცევით თავისებურებებს, ბიზნესის კეთების ეფექტურ გზებს, მსოფლიოში ყველაზე ტრენდულ, ჩინეთის ბაზარზე. …
განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს სხდომა 13 თებერვალს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით გაიმართა. მას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის …
9 თებერვალს, 11:45 საათზე, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, აშშ-ს სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ მასტერკლასი გამართა. ბილ ტაიმ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე ,,ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები’’ – ღონისძიების მხარდამჭერი Bitfury Group. ბილ ტაი ჰარვარდის …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გეპატიჟებათ. 23/24 თებერვალს, 10:00 საათიდან, გელოდებით ჩვენ სტენდთან Expo Georgia – ში: მიიღეთ მეტი ინფორმაცია ჩვენი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების შესახებ. გაიცანით ჩვენი გუნდი, სტუდენტები და პროფესორები. გაიგეთ ყველაფერი იმ უპრეცედენტო პროექტების შესახებ, …
24 იანვარს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს – ლონდონის განათლების და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა მანანა უგულავამ გამოფენაზე წარადგინა მომავლის განათლების კონცეფცია, რომელიც NASA-სა და HP-ის კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებშია …
ყველა მე-12 კლასელის და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ! გელოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე 27 იანვარს, 12 საათზე გაიგე მეტი: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ; ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების საბაკალავრო პროგრამის შესახებ; საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის …
საქართველოში განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შეიქმნა საბჭო რომლის პირველი სხდომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …
“სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში” 3 დღიანი მედიაჰაკათონი “ინოვაცია ონლაინმედიაში” დასრულდა. ჰაკათონის მონაწილეებმა იმუშავეს პროექტებზე, იდეებისა და ტექნოლოგიური რესურსების შემუშავებაზე, რომლებიც მედიას კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება. ჰაკათონში მონაწილეობდნენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით …