ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეოთხე ჰაკათონი ჩატარდა,რომლის თემა ურბანული განვითარება იყო, რაც თანამედროვე სამყაროში მეტად ტრენდული საკითხია. ჰაკათონის გამარჯვებული ვატო ღუდუშაურისა და დათი აბესაძის პროექტი გახდა. მათი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა , სადაც თბილისის მაცხოვრებლებს შეეძლებათ კონკრეტული ქუჩებისა და …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია “VIVA SOLUTIONS“-ს შორის, მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიაში მიმდინარე მაღალტექნოლოგიურ პროექტებში „BTU“-ს სტუდენტები ჩაერთვებიან. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები, მათ შორის, პირველკურსელები შეძლებენ, რომ ჩაერთონ კომპანიის მიმდინარე პროექტებში და პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ. „Smartstudent“-ის ფარგლებში სტუდენტების დასაქმება, …
BTU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალება აქვთ: ჩვენი და პორტუგალიური ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, სწავლების ბოლო წელი სტუდენტს შეუძლია პოსტუგალიაში გაატაროს, შედეგად კი BTU-სა და ბრაგანჩას უნივერსიტეტების საბაკალავრო დიპლომები მოიპოვოს. გაიგე მეტი 7 დეკემბერს, 16:00 საათზე ღია …
ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბი საქართველოში – სამი მოწინავე უნივერსიტეტი ჩვენთან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს. გაიგე მეტი 7 დეკემბერს, 16:00 საათზე ღია კარის დღეს, დასწრების მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/gSDzdL
უამრავი ქართველი აშშ-ში სწავლაზე ოცნებობს და მათი ნაწილი ამ ოცნებას ისრულებს კიდეც. ამერიკული განათლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად ფასდება და სწორედ ამიტომაც მიისწრაფიან ახალგაზრდები აშშ-ში სწავლისკენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის მიმართულებები, რომლებიც საქართველოშიც ძალიან ძლიერია და ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები სწორედ …
DigitalMed – არის პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა სამედიცინო სექტორისთვის, რომელიც ქართულ ენაზე გესაუბრება და შესაძლებლობა აქვს გადაამუშაოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. სპეციალურად შემუშავებული უნიკალური ალგორითმებით შექმნილი პროდუქტი, …
ხელოვნური ინტელექტი განათლებაში – ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება …
ღია კარის დღე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს – ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური პლათფორმაა; ხელოვნური ინტელექტის შექმნა და განვითარება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოში კი ეს მიმართულება ჯერ ახლა იდგამს ფეხს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ყველაზე …
ჰაკათონი ურბანულ განვითარებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რიგით მეოთხე სტუდენტურ ჰაკათონს მასპინძლობს. ჰაკათონის თემა: ურბანული განვითარება. კრეატიული განვითარების ცენტრი, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პარტნიორი – კომპანია DELL, ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორები …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სტარტაპერებისთვის მასტერკლასები დაიწყო. Timeout for Startup პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრო და დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები, …